
რატომ არ მიაგო პატივი გარდაცვლილ კოლეგას, ოთარ ქათამაძეს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნუკრი ქანთარიამ? – ამ კითხვაზე პასუხის მიღებას ცდილობდნენ ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები, თუმცა მათი შეხვედრა ქანთარიასთან ხანმოკლე აღმოჩნდა. შეხვედრა დაახლოებით ხუთ წუთში შეწყდა, რადგან ქანთარიამ დარბაზი დატოვა.
ნუკრი ქანთარიამ არც სამგლოვიარო წერილი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. შენობიდან გამოსულმა სამხატვრო ხელმძღვანელმა კომენტარი ჩვენთან არ გააკეთა. მან მხოლოდ რეპლიკის სახით თქვა, რომ „შეხვედრაზე პროვოკაცია მოუწყვეს“, რის გამოც შეხვედრა დატოვა.
ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობთა აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ნუკრი ქანთარიას მორალური უფლება აღარ აქვს, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობა გააგრძელოს. მათი თქმით, ქანთარიასთან თანამშრომლობას აღარ აპირებენ და მას ულტიმატუმს უყენებენ.
ცნობისთვის: ოთარ ქათამაძე ცნობილი იყო თავისი პროევროპული პოზიციებით და „ქართული ოცნების“ პოლიტიკის კრიტიკით. მის მიმართ დისციპლინური მოკვლევა მიმდინარეობდა.
ინფორმაციისთვის: ნუკრი ქანთარია პოლიტიკაში იყო მანამდე, ვიდრე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნებოდა. ის წლების განმავლობაში „ქართული ოცნებას“ წარმოადგენდა. თეატრში მისი მმართველობის სტილი მსახიობების შეფასებით რეპრესიულ ხასიათს ატარებს.