
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია და მისი გავრცელების მუქარით, დაზარალებულს აიძულებდა იგივე შინაარსის ფოტოსურათების გაგზავნას.
ბრალდებული 9 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენოს.