Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

პროკურატურა “აჭარა თაიმსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს

სულხან მესხიძე 30/01/2024
prokuratura_ajaratimes.ge

ბათუმში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ამის შესახებ პროკურატურა იტყობინება და საგამოძიებო პროცედურების შესახებ განმარტებას აკეთებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ გ. ბ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ,,მაკაროვი”-ს სისტემის და ,,ბერეტა ბრევ.950’’ მოდელის პისტოლეტებს, ასევე 17 ცალ საბრძოლო ვაზნას.
აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა 25 იანვარს, ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, გადაუდებელი აუცილებლობის დროს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ბრალდებულის კუთვნილი ავტომანქანიდან იქნა ამოღებული.

სამართალდამცველებმა გ.ბ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა,” – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: აღნიშნული დაკავების შესახებ “აჭარა თაიმსი” გუშინ წერდა. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულია ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტის შვილი, გურამ ბერიძე.

საქმე, ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის კუთვნილი კომპანიის საქმიანობას ეხება. ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო „აჭარა თაიმსს“ უყვება, რომ მხარეებს შორის კონფლიქტი კომპანიის წილებს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, ბერიძეს წილის დათმობასა და დიდ თანხას სთხოვენ.

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 31 იანვრისთვის
Next: ავარია ბათუმში – დაშავდა ორი ადამიანი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ

admin 14/10/2025
akaki beridze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

admin 14/10/2025
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

admin 13/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ

14/10/2025
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა evrosasamartlo_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა

14/10/2025
ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა aqcia batumshi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა

14/10/2025
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა migrantebi_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა

14/10/2025
მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა cixe_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა

14/10/2025
ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა akaki beridze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

14/10/2025
ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ

14/10/2025
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა evrosasamartlo_AJARATIMES.GE 2
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა

14/10/2025
ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა aqcia batumshi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა

14/10/2025
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა migrantebi_AJARATIMES.GE 4
  • უცხოეთი

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა

14/10/2025
მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა cixe_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა

14/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.