
საქართველოს რაგბის „დიდი 10“-ის 2025–2026 წლების სეზონი წარმატებით დაიწყო მოქმედი ჩემპიონისთვის – „რაგბის კლუბი ბათუმისთვის“. პირველ ტურში ბათუმელებმა ავჭალის სტადიონზე „წიქარას“ დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 27:40 იმარჯვეს.
პირველი ტაიმი ბათუმელებმა დამაჯერებლად – 13:26 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარი თანაბარ ბრძოლაში – 14:14 დასრულდა. გამარჯვების შემდეგ „რ/კ ბათუმმა“ სატურნირო ცხრილში 4 ქულა ჩაიწერა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ლაშა ფოფხაძე („რ/კ ბათუმი“) დასახელდა. პირველი ტურის შემდეგ მოქმედი ჩემპიონი ოთხი ქულით ლიდერობს. მეორე ტურში „ბათუმი“ 12 სექტემბერს „გორის ჯიქს“ დაუპირისპირდება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე