Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

რა წერია ქალების მანიფესტში

აჭარა თაიმსი მარტი 8, 2025
qalebis marshi_AJARATIMES.GE

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “ბათუმელების” რედაქციასთან „ქალების მანიფესტი“ წაიკითხეს. მანიფესტში ქალები გამოთქვამენ პროტესტს ქალთა უფლებების შეზღუდვისა და ძალადობის წინააღმდეგ.

ისინი ხაზგასმით აცხადებენ, რომ არ გაჩუმდებიან და გააგრძელებენ ბრძოლას თანასწორობისა და უფლებების დაცვისთვის, მიუხედავად მმართველი სისტემის ზეწოლისა. 101 წლის წინანდელი წინააღმდეგობის სიმბოლოდ, ქალები კვლავ აქტიურად იბრძვიან თავისუფლებისთვის.

“101 წლის წინ აგვისტოს ჯანყი ქართველი დიქტატორის რუსულმა ჩექმამ პირველი ქართველი პარლამენტარი ქალების რეპრესიებით ჩაახშო. 101 წლის შემდეგ ქართველი ოლიგარქის რუსულმა ჩექმამ, ჩვენი თავისუფლების ფეხქვეშ გასათელად, მიზანში სწორედ ჩვენ ამოგვიღო, ჩვენ ვინც გაგვზარდეს ქალად. რადგან ამ 101 უწყვეტი პროტესტის დღის მამოძრავებელ ძალად ამორძალები დღესაც აქ ვდგავართ. სადაც არცერთი დიქტატურა ისტორიულად არ გვპატიობდა იმას, რაც მათ უპირატესობას, მათ კანონზე უზენაესობას, მათ ძალაუფლებას და შესაბამისად ძალადობას მედგრად, უშიშრად, ედგა ფარად – დაუმორჩილებლობას.

101 წლის მანძილზე, თქვენი სიბნელე, მრავალი დახშული კარი, დაგმანული ფანჯარა და რკინის გისოსები გავარღვიეთ. 101 წლის თავზე, რისხვის ამ ასმეერთე დღეს, ჩვენ სინათლისთვის და ჩვენი ხმისთვის ვიბრძვით ისევ და ისე, როგორც არასდროს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი კანონები რუსული დუმის მსგავსად ქალებისგან დუმილს მოითხოვს, ჩვენ არ ვჩუმდებით. არ გაღირსებთ მდუმარე, დანებებულ, მორჩილ ქალებს. რა გაგვაჩუმებს? ჩუმად ხართ თქვენ.

თქვენი სისხლიანი სიჩუმე გვკლავს. გვკლავს ქალობისთვის, დედობისთვის, გვიკლავს დედებს, ტრანს ქალებს, გოგოებს! თქვენ ჩვენს გასაჩუმებელ კანონებს წერთ, იღებთ, მაგრამ ვერ გვიკანონებთ. ჩვენ, ქალები ვიბრძვით. ვიბრძვით ძალადობის და ჩვენი გამოცხადებული სიკვდილის პრევენციისთვის. თქვენ აუქმებთ კვოტებს, ებრძვით სიტყვებს, ებრძვით გენდერს, ებრძვით თანასწორობას, ებრძვით კონსტიტუციას, გვებრძვით ჩვენ! ჩვენ კიდევ უფრო მეტი თავგანწირვით ვიბრძვით ლეკვის ლომისა სწორობისთვის.

ჩვენ უარს ვამბობთ. არ გვინდა! თქვენი ყვავილები, ფასდაკლებები ვეფხისტყაოსნის სუფრებზე, ასობით მოკლული ქალის სისხლით სავსე ყანწების ფრიალი, ჩვენ ათას ას ოთხმოც წელს შექმნილი ვეფხისტყაოსნის იდეალებისთვის ვიბრძვით დღეს. ჩვენთვის, აბსოლიტურად ყველა ქალის, ქალად აღზრდილის და ტრანსი ქალისთვის. თქვენ ეალერსეთ რუსეთს და ძილს, ჩვენ ამ თორმეტწლიანი კოშმარიდან გაღვიძება, ყველგან ხმა, ყველგან ძახილი გვევალება.

არ გავჩუმდებით! რა გაგვაჩუმებს?! ჩუმად ხართ თქვენ, როცა თქვენი მოძალადე პოლიციელები აქციაზე ჩვენს თანამებრძოლ ქალებს, შინ დაბრუნებული საკუთარ ცოლებს სცემენ. არ გავჩუმდებით. რა გაგვაჩუმებს? როცა ფორმიანი ბანდიტები კბილებს და ცხვირს და ძვლებს გვიმტვრევენ. არ გავჩუმდებით, რა გაგვაჩუმებს, როგორ გაგატანთ შვილებს ციხეში, როცა თქვენი ხელდასმული დგებუაძეები, ხარებები ყოველდღე აწნავენ სილას ამ ქვეყნის წარსულს, მომავალს, ენას, მამულს.

რა გაგვაჩუმებს? სანამ თუნდაც ერთი ქალი გისოსებს მიღმა იმისთვის ჩასვით, რაც თქვენმა რეჟიმის მონებმა ვერასოდეს ვერ გაბედეს. სიმამაცისთვის? თანასწორობის და სამართლისთვის? არ დაგიხრით ქალები თავს! სილა პატრიარქატს, სილა თვითმარქვია პოლიციას, სილა ავტორიტარიზმს!

ჩვენ უარს ვაცხადებთ, პატივი მხოლოდ სიკვდილის ან 101 წლის შემდეგ, სამუდამოდ გაჩუმებულებს გვცეთ. არ გელოდებით. ჩვენ მოვითხოვთ პასუხს, პასუხისმგებლობას, თანასწორობას, ქალთა კვლის, წამების შეწყვეტას დღეს. თქვენ გეამაყებათ და გიყვართ ქეთევანი წამებული, შუშანიკი წამებული, მარიტა წამებული. არ გეღირსებათ მზია წამებული!

ჩვენ ამ ქვეყანას, საბერძნეთიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან, ვაშენებდით გუშინ, ვაშენებთ დღეს და ავაშენებთ ხვალ, ჩვენი შვილებისთვის, მოხუცებისთვის, ორსულებისთვის ვტოვებთ სახლს, თქვენ ჯანდაცვის, საარსებო მინიმუმის გარეშე ტოვებთ მათ, შიმშილის, და მარტოობისთვის წირავთ. ჩვენ ვზრუნავთ, თქვენ მოხუცებს თოვლში მარხავთ, თქვენ არ იცით რა შრომის ფასად მოპოვებულ ფინანსებს ვგზავნით შინ თქვენს ნაცვლად, თქვენს გარეშე მაგრამ არა მხოლოდ ჩვენი, თქვენი შვილებისთვისაც: ვითხოვთ ახალ არჩევნებს, თანასწორობას, სიმართლეს სასამართლოში. შხამად შეგარგებთ ამ 101 დღეს, როცა დედები დღე სამსახურში და ღამე ქუჩაში ვიბრძვით.

შინ ვტოვებთ საქმეს, შვილებს და ვახშმს, თქვენ სოციალურად დაუცველ ბავშვებს ჯერ ართმევთ დენს, მერე დამწვარ სახლებს მათვე კიდებთ ცოდვად. რისთვის? ჩვენ შვილებს ვზრდით სიმწრით, თქვენ სწავლის ნაცვლად, აკავებთ ციხით. რისთვის? ჩვენ სიმართლისთვის ბრძოლისთვის ვკარგავთ სამსახურს, ისევ ქუჩაში გავდივართ და ბოლო ხმაზე სიმწრით ვყვირით, თქვენ ამ ქვეყანას, ტყეებს, პარკებს და სინდისს ყიდით, მერე მდიდარი კაცები მშენებარე კომპლექსებში, პარკებში ორმოებს გვითხრის და თქვენი გულგრილობა უცოდველ ბავშვებს თამაშის და სწავლის ნაცვლად, რას სთავაზობს? სიკვდილს?! რისთვის?? არ გაღირსებთ ქალები მშვიდ ბათუმს, ქუთაისს, თბილისს, ვერ გაგვექცევით ქალებს, ვერ გაექცევით სირცხვილს! ამ ბრძოლას ქალის სახე და ცეცხლის ფასი აქვს. ამიტომაც მოგართმევთ ნავთს, ცეცხლს, კოცონს, ჭიაკოკონას, სილას და რისხვას! არ გავჩუმდებით, რა გაგვაჩუმებს? სანამ ქალთა კვლაზე, ჩაგვრაზე, დამონებაზე ჩუმად ხართ თქვენ, არ გაღირსებთ ქალები მშვიდობას,” – წერია მანიფესტში.

https://www.facebook.com/ajaratimes/videos/1186487416441190

Post navigation

Previous: აჭარის ჩემპიონთა თასმა ფარიკაობაში სტარტი აიღო
Next: როლანდ შავაძემ „თავისუფლების მოედანი“ დატოვა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 19, 2026
marshutka_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების მარშრუტი აღარ გაიზრდება, ტარიფი კი 4 ლარი დარჩება

აჭარა თაიმსი სექტემბერი 16, 2026
marshutka_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე მიკროავტობუსით მგზავრობა 4 ლარი გახდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 14, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026
„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

სექტემბერი 19, 2026
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა

სექტემბერი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 18, 2026
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოკვლევა დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოკვლევა დაიწყო

სექტემბერი 18, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 17, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026
„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს _AJARATIMES.GE 2
  • ხელვაჩაური

„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

სექტემბერი 19, 2026
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა

სექტემბერი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 18, 2026
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოკვლევა დაიწყო _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოკვლევა დაიწყო

სექტემბერი 18, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.