Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

„რედისონ ბლუ ბათუმში“ ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს

სულხან მესხიძე Posted on 21 საათის ago
_AJARATIMES.GE

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში მდებარე სასტუმრო „რედისონ ბლუში“ ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც სულ მცირე ორი ადამიანი მოიწამლა.

რამდენიმე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო, მათ შორის თანამშრომლები, „აჭარა თაიმსთან“ პირად საუბარში აცხადებენ, რომ ინციდენტი სასტუმროს შიდა აუზში მოხდა. მათი თქმით, სავარაუდოდ, აუზში ქლორის გადაჭარბებული რაოდენობა ჩაასხეს, რამაც იქ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია.

შემთხვევა გუშინ, 15 იანვარს მოხდა. მოწამლული პირები ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. არსებული ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

ინციდენტის დროს სასტუმროში იმყოფებოდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიციის თანამშრომლები.

„აჭარა თაიმსი“ დაუკავშირდა სასტუმროს ცხელ ხაზსა და ადმინისტრაციას, სადაც განაცხადეს, რომ ოფიციალური განმარტების გაკეთების შემთხვევაში რედაქციას თავად დაუკავშირდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი, თითქმის ორ საათიანი ლოდინის მიუხედავად, ჩვენს კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში „აჭარა თაიმსს“ განუცხადეს, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. უწყების განმარტებით, აუზების შემოწმება წელიწადში ერთხელ, სეზონურად ტარდება. გასული წლის ზაფხულში განხორციელებული შემოწმებისას კი მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში იყო.

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: სისხლიანი გარჩევა შუახევში, კაცი ნაჯახით დაჭრეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციამ 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე

admin Posted on 5 საათის ago 0
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

admin Posted on 5 საათის ago 0
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე გემი დააკავეს

admin Posted on 5 საათის ago 0

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში პოლიციამ 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციამ 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე

Posted on 5 საათის ago 0
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

Posted on 5 საათის ago 0
ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე გემი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე გემი დააკავეს

Posted on 5 საათის ago 0
სისხლიანი გარჩევა შუახევში, კაცი ნაჯახით დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE
  • შუახევი

სისხლიანი გარჩევა შუახევში, კაცი ნაჯახით დაჭრეს

Posted on 18 საათის ago 0
„რედისონ ბლუ ბათუმში“ ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„რედისონ ბლუ ბათუმში“ ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს

Posted on 21 საათის ago 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 23 საათის ago 0
ბათუმში პოლიციამ 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციამ 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე

Posted on 5 საათის ago 0
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

Posted on 5 საათის ago 0
ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე გემი დააკავეს _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე გემი დააკავეს

Posted on 5 საათის ago 0
სისხლიანი გარჩევა შუახევში, კაცი ნაჯახით დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE 4
  • შუახევი

სისხლიანი გარჩევა შუახევში, კაცი ნაჯახით დაჭრეს

Posted on 18 საათის ago 0
„რედისონ ბლუ ბათუმში“ ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

„რედისონ ბლუ ბათუმში“ ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს

Posted on 21 საათის ago 0

სიახლეების კალენდარი

იანვარი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« დეკ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.