
იმ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, რომელსაც ორი დღის წინ სატვირთო მატარებელი შეეჯახა.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში განმარტეს, რომ 6 წლის პაციენტი უკვე პალატაში გადაიყვანეს და თავს კარგად გრძნობს.
ცნობისთვის: მატარებლის შეჯახებისას ბავშვს ერთი ფეხის ამპუტაცია დასჭირდა – ის კლინიკაში სწორედ ამ მდგომარეობით შეიყვანეს.
ინფორმაციისთვის: „აჭარა თაიმსი“ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დააფიქსირა, რომ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები პრაქტიკულად არ არის დაცული:
- ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ არ ჩანს გამაფრთხილებელი ნიშნები;
- არ ფუნქციონირებს საყვირის სისტემა;
- ლიანდაგები ღია მდგომარეობაშია და არ არის შეღობილი;
უსაფრთხოების ნორმების გარეშე – როგორ იქცა ცენტრალურ ბაზრთან ლიანდაგი საფრთხის ზონად