
ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ზურაბ ქარჩავა სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა და 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რუსული მედიის ცნობით, განაჩენი “დაქირავებულის სტატუსით შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის ბრალდების საფუძველზე გამოცხადდა”. მათივე ინფორმაციით, ქარჩავაზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
“ქარჩავა 2022 წელს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დაქირავებულის სახით ჩაირიცხა და მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ძალოვან სტრუქტურებთან, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა 6 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა, რომელიც უნდა მოიხადოს საერთო რეჟიმის კოლონიაში“, — აღნიშნულია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის: ზურაბ ქარჩავა ბათუმის, პროექვროპული საპროტესტო აქციების მონაწილეა.