
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო–პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ქობულეთში – 07:00–დან 08:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხალას, ჩაისუბანსა და გორგაძეებს. 11:00–დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: კვირიკეს, ხუცუბანს, ცეცხლაურს, ოჩხამურს, ხალასა და მიმდებარე სოფლებს.
ქედაში – 12:00–დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ახოს, ცხმორისს, ხარაულასა და მიმდებარე სოფლებს.
შუახევში – 10:30–დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: დაბაძველს, ოქროპილაურსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე დაბა შუახევის ნაწილს
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.
®