
სტამბულიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო თვითმფრინავი რამდენიმე წუთია ბათუმის ცაზე მანევრირებს.
„flightradar24“-ის მონაცემებით თანახმად, ბორტი ამ დროისთვის ვერ ახერხებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებას.
სავარაუდო მიზეზად რთული მეტეოროლოგიური პირობებია.
განახლება: თვითმფრინავმა უსაფრთხოდ დაფრენა თურქეთში, ერზრუმის აეროპორტში შეძლო.