
ეროვნული ლიგა ორის კლუბი „გონიო“ შემადგენლობის გაძლიერებას აგრძელებს. კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, გუნდს 29 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი, ვინისიუს ბელოტი, შეუერთდა.
როგორც კლუბის განცხადებაშია ნათქვამი, ფეხბურთელთან უკვე მიღწეულია შეთანხმება და უახლოეს დღეებში ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის. კონტრაქტი „გონიოსა“ და ბელოტის შორის 1+1 სისტემით გაფორმდება.
ბელოტი საქართველოში ბრაზილიური „Aმაზონას“-იდან ჩამოვიდა, სადაც მეორე ლიგაში თამაშობდა. კარიერის განმავლობაში მას საფეხბურთო გამოცდილება პორტუგალიაში, იტალიაში, ბრაზილიასა და ბულგარეთში დაუგროვდა.
საფეხბურთო პრაქტიკაში ბელოტს ჩატარებული აქვს 41 მატჩი, სადაც ოთხი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა მოიპოვა. კლუბის ხელმძღვანელობის განცხადებით, ტრანსფერების მიუხედავად სატრანსფერო ფანჯრის დახურვისა, „გონიო“ აქტიურად მუშაობს შემადგენლობის გაძლიერებაზე, რათა ეროვნულ ლიგა ორში წარმატებული ასპარეზობა უზრუნველყოს.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე