
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღეებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გაძევეს.
გაძევებული პირები წარმოადგენდნენ შემდეგ ქვეყნებს: ინდოეთი, თურქეთი, თურქმენეთი, ჩინეთი, ეგვიპტე, ერაყი, რუსეთი, ირანი, იორდანია, პაკისტანი, აზერბაიჯანი, ნიგერია და მაროკო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გაძევება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და თითოეულ პირს, რომელიც ქვეყანაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა, საქართველოში შემოსვლის აკრძალვაც დაეკისრა.
მიგრაციის დეპარტამენტის განცხადებით, უწყება აგრძელებს მუშაობას უკანონო მიგრაციის გამოვლენისა და პრევენციის მიმართულებით. ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა ქვეყანაში მყოფი უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეთა იდენტიფიცირებაა, რომლებიც არღვევენ მოქმედ სავიზო და მიგრაციის რეჟიმებს.