
მიგრაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 36 მოქალაქე გააძევეს. გაძევებულთა შორის არიან აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბელორუსის, ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნეპალის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, ფილიპინებისა და ჩინეთის მოქალაქეები.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა მომავალშიც აეკრძალათ.
“მიმდინარე თვეში მიგრაციის დეპარტამენტმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებმა საქართველოში უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე 115 უცხო ქვეყნის მოქალაქის გაძევება უზრუნველყვეს. 2025 წლის 7 თვის მონაცემებით, სულ 640 მოქალაქე გააძევეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 233%-ით მეტია,” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.