Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი GEEF 2025 წარმატებით დასრულდა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 10, 2025
085a3bf0-7d12-4228-80dc-757ad680aa4a

6-7 ნოემბერს,  ექსპოჯორჯიაში საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი – GEEF 2025 გაიმართა, რომელიც საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) და ExpoGeorgia-ს მიერ იყო ორგანიზებული.

ღონისძიებამ გააერთიანა 400-ზე მეტი მონაწილე – სახელმწიფო სტრუქტურების, კერძო სექტორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ენერგეტიკული ორგანიზაციების წარმომადგენლები. ორი დღის განმავლობაში ექსპერტებმა იმსჯელეს ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკისა და სექტორის განვითარების სტრატეგიებზე, მწვანე ტრანზიციის დაფინანსების ინსტრუმენტებზე, რეგულაციების როლზე, ასევე მზის, ქარის, ჰიდრო და ბიოსაწვავის განვითარებაზე.

GEEF 2025 მიზნად ისახავდა ენერგეტიკული სექტორის მთავარი მონაწილეებისთვის თანამშრომლობის, ცოდნისა და ინოვაციების გაზიარების პლატფორმის შექმნას, სადაც განიხილებოდა ენერგეტიკული უსაფრთხოება, ინვესტიციების მოზიდვა და მდგრადი განვითარების პრიორიტეტები.

როგორც GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ აღნიშნა: „GEEF 2025 გახდა ადგილი, სადაც თავს იყრიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, ინვესტორები და დარგის ლიდერები, რათა ერთად განვსაზღვროთ საქართველოს ენერგეტიკის მომავალი – უფრო მწვანე, უფრო მდგრადი და უფრო უსაფრთხო.“

ფორუმის პროგრამა მოიცავდა ისეთ საკვანძო თემებს, როგორებიცაა:

  • განახლებადი ენერგიის რეგულაციები და სექტორის სტრატეგიული განვითარება;
  • მწვანე დაფინანსების ინსტრუმენტები და ინვესტიციების მოზიდვა;
  • მზის ენერგიის ტექნოლოგიური ინოვაციები და შენახვის სისტემები;
  • ქარისა და ჰიდრო რესურსების ოპტიმიზაცია ენერგეტიკული მდგრადობისთვის;
  • ბიოდიზელისა და მწვანე წყალბადის განვითარების პოტენციალი საქართველოში.

ფორუმთან პარალელურად გაიმართა ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომლებმაც წარმოადგინეს უახლესი ენერგეტიკული ინოვაციები და მწვანე გადაწყვეტილებები.

GEEF 2025 კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მზარდ როლს რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის ჩამოყალიბების პროცესში და ხაზს უსვამს დარგის მზაობას ინოვაციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე

Post navigation

Previous: თელავივიდან ბათუმში მომავალი რეისი აეროპორტში დაფრენას ვერ ახერხებს – თვითმფრინავი ქალაქის თავზე მანევრირებს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

3
  • რეკლამა

„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში

აჭარა თაიმსი აგვისტო 24, 2026
757954866_1514484037392498_1169193510282557495_n
  • რეკლამა

დამუხტე და დაისვენე – „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა

აჭარა თაიმსი ივლისი 28, 2026
IMG_3798
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით

აჭარა თაიმსი ივლისი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„სკ ბათუმმა“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი მოიგო

სექტემბერი 17, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 16, 2026
ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების მარშრუტი აღარ გაიზრდება, ტარიფი კი 4 ლარი დარჩება marshutka_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების მარშრუტი აღარ გაიზრდება, ტარიფი კი 4 ლარი დარჩება

სექტემბერი 16, 2026
ვინ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“ აჭარიდან – კვლევა fuli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ვინ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“ აჭარიდან – კვლევა

სექტემბერი 16, 2026
შსს-მ ბათუმსა და ხელვაჩაურში უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმსა და ხელვაჩაურში უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა

სექტემბერი 16, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 15, 2026
„სკ ბათუმმა“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი მოიგო

სექტემბერი 17, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 16, 2026
ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების მარშრუტი აღარ გაიზრდება, ტარიფი კი 4 ლარი დარჩება marshutka_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების მარშრუტი აღარ გაიზრდება, ტარიფი კი 4 ლარი დარჩება

სექტემბერი 16, 2026
ვინ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“ აჭარიდან – კვლევა fuli_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ვინ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“ აჭარიდან – კვლევა

სექტემბერი 16, 2026
შსს-მ ბათუმსა და ხელვაჩაურში უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმსა და ხელვაჩაურში უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა

სექტემბერი 16, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.