
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოდან ქვეყნის მოქალაქეების 1 715.1 ათასი გასვლა საზღვარგარეთ დაფიქსირდა, რაც 2.5%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მათგან 45.1% 31-50 წლის პირებზე მოდის.
საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების მიერ განხორციელებულმა ვიზიტებმა 564.3 ათასი შეადგინა, ზრდა კი 0.4%-ია. ამ ვიზიტებიდან 385.8 ათასი ტურისტული ტიპის იყო, რაც წინა წელთან შედარებით 7.1%-ით მეტია. ვიზიტების თითქმის ნახევარი (48.3%) 31-50 წლის პირებზე მოდის, ხოლო 46.7% – ქალებზე.
ყველაზე ხშირი მოგზაურობის მიზანი მეგობრებისა და ნათესავების მონახულება იყო (34.9%). ძირითადი მიმართულებები თურქეთი (201.3 ათასი ვიზიტი) და რუსეთის ფედერაცია (106.3 ათასი ვიზიტი) გახდა.
საშუალო ხანგრძლივობა 6.4 ღამეს შეადგენდა, რაც 2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვიზიტების 98.2% განმეორებითი ხასიათის იყო.
II კვარტალში მოგზაურობისას გაწეული ხარჯები 582.8 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 1.9%-ით ნაკლებია 2024 წლის II კვარტალთან შედარებით. საშუალო ხარჯი ვიზიტზე 1 032.7 ლარი იყო (კლება – 2.3%).