Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 6 მარტიდან იწყება

admin Posted on 2 წელი ago
skola_ajaratimes.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახლგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.

ცვლილების თანახმად, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან პირველ დეკემბრამდე დაბადებული პირების მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს უფლება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად.

რაც შეეხება პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებს, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2024 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.

„პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.

პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2024 წლის 21 მარტიდან 26 აპრილის ჩათვლით. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა, ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს:

ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრი. იმ ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ. II ეტაპი – რეგისტრაცია 1 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: ა) და-ძმაც სწავლობს სასურველ საჯარო სკოლაში; ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია; გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის საჯარო სკოლის პირველ კლასში“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების განმარტებით, მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

„მესამე ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 20 მაისიდან დაიწყება და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

მეოთხე ეტაპი27 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ“, – აღნიშნულია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ბათუმში მუნიციპალურ ტრანსპორტს ახალი მიმართულება დაემატა – ნახეთ რომელ ქუჩებს გაივლის N18 ავტობუსი
Next: ქობულეთში დღეს დაგეგმილი გამოსახლების პროცესი გადაიდო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარევაჭრობის მფარველობა ქრთამის სანაცვლოდ – ბათუმში დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

admin Posted on 3 საათის ago
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის პორტში მარცვლეულით შემოსულ გემს შავ ზღვაში AIS გათიშული ჰქონდა – ZHIBEK ZHOLY-ის ბუნდოვანი რეისი

admin Posted on 2 დღის ago
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

admin Posted on 2 დღის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გარევაჭრობის მფარველობა ქრთამის სანაცვლოდ – ბათუმში დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარევაჭრობის მფარველობა ქრთამის სანაცვლოდ – ბათუმში დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

Posted on 3 საათის ago
ქობულეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა xandzari_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

Posted on 17 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 23 საათის ago
„სკ ბათუმმა“ დელტასთან მარცხი განიცადა kalatburti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ დელტასთან მარცხი განიცადა

Posted on 1 დღის ago
ბათუმის პორტში მარცვლეულით შემოსულ გემს შავ ზღვაში AIS გათიშული ჰქონდა – ZHIBEK ZHOLY-ის ბუნდოვანი რეისი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის პორტში მარცვლეულით შემოსულ გემს შავ ზღვაში AIS გათიშული ჰქონდა – ZHIBEK ZHOLY-ის ბუნდოვანი რეისი

Posted on 2 დღის ago
ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

Posted on 2 დღის ago
გარევაჭრობის მფარველობა ქრთამის სანაცვლოდ – ბათუმში დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

გარევაჭრობის მფარველობა ქრთამის სანაცვლოდ – ბათუმში დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

Posted on 3 საათის ago
ქობულეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა xandzari_AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

Posted on 17 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 23 საათის ago
„სკ ბათუმმა“ დელტასთან მარცხი განიცადა kalatburti_AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ დელტასთან მარცხი განიცადა

Posted on 1 დღის ago
ბათუმის პორტში მარცვლეულით შემოსულ გემს შავ ზღვაში AIS გათიშული ჰქონდა – ZHIBEK ZHOLY-ის ბუნდოვანი რეისი _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის პორტში მარცვლეულით შემოსულ გემს შავ ზღვაში AIS გათიშული ჰქონდა – ZHIBEK ZHOLY-ის ბუნდოვანი რეისი

Posted on 2 დღის ago

სიახლეების კალენდარი

იანვარი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« დეკ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.