„საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა“ საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპი წაგებით დაიწყო. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა „ქუთაისთან“ დაძაბული შეხვედრა გამართა და ანგარიშით 70:72 დამარცხდა.
„ბათუმმა“ მატჩის პირველი და მეორე მეოთხედები დამაჯერებლად მოიგო – 24:20 და 25:14, თუმცა მესამე და მეოთხე მეოთხედებში უპირატესობა „ქუთაისმა“ მოიპოვა (16:23 და 5:15).
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ „ქუთაისის“ ლეგიონერი ბრაუნინგი დასახელდა – 25 ქულით, რვა მოხსნითა და შვიდი შედეგიანი გადაცემით.
„სკ ბათუმის“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ოჩხირიძე იყო: მის ანგარიშზეა 22 ქულა, ოთხი მოხსნა და ცხრა პასი.
საქართველოს თასის საპასუხო მატჩი 25 მარტს გაიმართება. „სკ ბათუმი“ „ქუთაისს“ სტუმრად დაუპირისპირდება და სერიის გათანაბრებას შეეცდება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



