
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის ივნისში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებით, უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი შემთხვევა — 33 ფაქტი სწორედ აჭარაში დაფიქსირდა.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სულ 123 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევებიდან 74 შემთხვევა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 49 ფაქტი კი არარეგისტრირებული და ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით მოქმედი სახერხი საამქროების საქმიანობას უკავშირდება. მათგან 11 სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს და მასალები შესაბამის უწყებებს უკვე გადაეგზავნა.
რეგიონების მიხედვით, უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა ასე ნაწილდება:
- აჭარა — 33 ფაქტი;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 22;
- სამცხე-ჯავახეთი — 20;
- კახეთი — 15;
- იმერეთი — 14;
- შიდა ქართლი — 10;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 7;
- გურია და ქვემო ქართლი — თითო-თითო ფაქტი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ამოღებულია 129 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, ხოლო დალუქულია 5 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.