
მიგრაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკავებულია იორდანიის, ეგვიპტის, პაკისტანის, ინდოეთისა და თურქეთის 13 მოქალაქე.
უწყების ცნობით, აღნიშნული პირები საქართველოში იმყოფებოდნენ იმიგრაციის კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ, “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლად.
ამ ეტაპზე დაკავებული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მათ მიმართ მიმდინარეობს შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურები, რომლებიც ითვალისწინებს ქვეყნიდან მათი გაძევების მექანიზმების ამოქმედებას.