შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
უწყების ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულნი არიან აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბელორუსის, ეგვიპტის, ერაყის, თურქეთის, თურქმენეთის, იემენის, იორდანიის, ინდოეთის, ირანის, ისრაელის, კოტ-დივუარის, კუბის, ნეპალის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, სუდანის, ტაილანდის, ფილიპინების, ყირგიზეთისა და ჩინეთის მოქალაქეები – სულ 85 პირი.
შსს ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ მოქალაქეებს საქართველოში ხელახალი შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.



