Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად გამოწერის გამო 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა – ჯანდაცვის სამინისტრო

admin Posted on 6 საათის ago
_AJARATIMES.GE

ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა.

„ქართული ოცნების“ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ ექიმს საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი სამუდამოდ გაუუქმდა, 8 ექიმს საქმიანობის უფლება 6 თვის ვადით შეეზღუდა, ხოლო ერთ მედიკოსს წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

ამასთან, გამოვლენილი დარღვევების ცალკეული შემთხვევები სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო უწყებებს გადაეცა.

უწყების ცნობით, მედიკამენტების არამართლზომიერად გამოწერის შემთხვევები ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოზე განიხილეს, სადაც კრიტიკული ნაკლოვანებები და რისკები გამოვლინდა.

დადგინდა, რომ ექიმების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების გაცემა ხდებოდა შესაბამისი დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე. ასევე, ერთ პაციენტზე ერთდროულად იყო გამოწერილი სხვადასხვა დასახელების ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტები, მათ შორის „ლირიკა“, „დიაზეპამი“ და „ბაკლოფენი“.

გარდა ამისა, ცალკეულ შემთხვევებში ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა, ხოლო მედიკამენტი გაიცემოდა დღიურ დოზასთან შედარებით ორჯერ და სამჯერ დიდი ოდენობით.

„ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, განხორციელებული მონიტორინგისა და ანალიზის შედეგად გამოვლენილი დარღვევები საჭიროებს შესაბამის რეაგირებას, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში განხორციელდება. მისივე თქმით, სამინისტრო მუშაობს ნორმატიული ბაზის განახლებაზე, რათა შემცირდეს მსგავსი რისკები და გაძლიერდეს კონტროლის მექანიზმები.

პროფესიული განვითარების საბჭოს წევრების განცხადებით კი, ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი გაცემის პრაქტიკის აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვანია ექიმების როლი და პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მკაცრი დაცვა.

Post navigation

Previous: ბათუმის ბულვარში მეუღლის მშობლების ბიზნესის მფარველობისთვის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin Posted on 1 დღის ago
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გარემოსდაცვითმა ზედამხედველობამ ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევები გამოავლინა

admin Posted on 1 დღის ago
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin Posted on 2 დღის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად გამოწერის გამო 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა – ჯანდაცვის სამინისტრო _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად გამოწერის გამო 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა – ჯანდაცვის სამინისტრო

Posted on 6 საათის ago
ბათუმის ბულვარში მეუღლის მშობლების ბიზნესის მფარველობისთვის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ბულვარში მეუღლის მშობლების ბიზნესის მფარველობისთვის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

Posted on 8 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 1 დღის ago
დინამოების ვირტუალური დერბი „დინამო თბილისის“ გამარჯვებით დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დინამოების ვირტუალური დერბი „დინამო თბილისის“ გამარჯვებით დასრულდა

Posted on 1 დღის ago
გარემოსდაცვითმა ზედამხედველობამ ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევები გამოავლინა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

გარემოსდაცვითმა ზედამხედველობამ ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევები გამოავლინა

Posted on 1 დღის ago
„სკ ბათუმი“ საქართველოს თასის მეოთხედფინალში „ქუთაისთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმი“ საქართველოს თასის მეოთხედფინალში „ქუთაისთან“ დამარცხდა

Posted on 1 დღის ago
ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად გამოწერის გამო 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა – ჯანდაცვის სამინისტრო _AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად გამოწერის გამო 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა – ჯანდაცვის სამინისტრო

Posted on 6 საათის ago
ბათუმის ბულვარში მეუღლის მშობლების ბიზნესის მფარველობისთვის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის ბულვარში მეუღლის მშობლების ბიზნესის მფარველობისთვის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

Posted on 8 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 1 დღის ago
დინამოების ვირტუალური დერბი „დინამო თბილისის“ გამარჯვებით დასრულდა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

დინამოების ვირტუალური დერბი „დინამო თბილისის“ გამარჯვებით დასრულდა

Posted on 1 დღის ago
გარემოსდაცვითმა ზედამხედველობამ ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევები გამოავლინა _AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გარემოსდაცვითმა ზედამხედველობამ ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევები გამოავლინა

Posted on 1 დღის ago

სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.