„ფრენბურთის კლუბი ბათუმი“ უმაღლეს ლიგაში წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს. „ბათუმის“ ქალთა გუნდმა 13 დეკემბერს „ჯიკო-ს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 1–3 იმარჯვა. მატჩი სეტების მიხედვით ასე წარიმართა: 18–25; 26–24; 22–25; 22–25.
14 დეკემბერს შეხვედრა გამართა „ფ.კ. ბათუმის“ მამაკაცთა ნაკრებმაც. მათ დაძაბულ მატჩში ანგარიშით 2–3 დაამარცხეს „იუჯისი“. გამარჯვებულის გამოსავლენად ხუთი სეტის ჩატარება გახდა საჭირო. მატჩი სეტების მიხედვით ასე დასრულდა: 22–25; 21–25; 25–21; 25–20; 11–15.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



