
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და სპორტსმენი ელდარ (ლუკა) კურტანიძე ქობულეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. გამოძიების მიხედვით, კურტანიძემ ყოფილი მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, დაუზიანა ავტომანქანა და დაარღვია სასამართლოს მიერ დადგენილი დამცავი ორდერის პირობები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კურტანიძემ ორჯერ მიაკითხა ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლს, სადაც მასთან მიახლოება და კომუნიკაცია აკრძალული ჰქონდა. ერთ-ერთი ეპიზოდი 2024 წლის 25 ივლისს, ქობულეთში მოხდა. გამოძიება ძალადობის მოტივად მიიჩნევს ქალისა და კაცის თანასწორობის საფუძველზე არსებული შეუწყნარებლობის მოტივს.
პროკურატურის ინფორმაციით, კურტანიძეს წარდგენილი აქვს ბრალდება სამი მუხლით:
- 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – ოჯახში ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;
- 11 პრიმა 187-ე მუხლის პირველი ნაწილით – ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
- 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი – ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერის დარღვევა;
დანაშაულები, რომელშიც კურტანიძეა ბრალდებული, სასჯელის სახედ ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მოთხოვნით კურტანიძისთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, რის შესახებაც უწყება კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.