Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

ქობულეთის მერიამ მოქალაქეს სახლის მეორე სართულზე ასასვლელი კიბე დაუნგრია და მიატოვა

admin 29/01/2024
saxli_ajaratimes.ge

მესამე წელია ამირან მესხიძეს სახლის მეორე სართულზე ასვლა ხის კიბით უწევს. მოქალაქეს ქვის კაპიტალური კიბე მუნიციპალიტეტის მერიამ ახლის გაკეთების მოტივით დაუნგრია, თუმცა დემონტაჟის შემდეგ სოფელში არავინ გამოჩენილა.

საქმე ისაა, რომ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სახლის მიმდებარედ ფერდსამაგრი სამუშაოები უნდა განეხორციელებინა, პროცესის წარმოებას კი, როგორც ამირან მესხიძეს მერიის წარმომადგენლებმა განუცხადეს კიბე აფერხებდა. მერიის იმდროეინდელი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ზაზა კაიკაციშვილი მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ქვის კიბის დემონტაჟის შემდეგ ახალს გაუკეთებდნენ, თუმცა სიტყვიერი პირობა ცრუ აღმოჩნდა.

სახელმწიფოსგან დაზარალებულ მოქალაქეს ახლა ყველა ემალება და მას არავინ ხვდება. მუნიციპალიტეტის მერია ამირან მესხიძის წერილობით მიმართვებსაც უპასუხოდ ტოვებს.

ქობულეთის მერიაში ირწმუნებიან, რომ მოქალაქეს ახალი კიბის მოწყობა დღემდე არ მოუთხოვია. უწყებაში იმასაც ამტკიცებენ, რომ კიბის დემონტაჟი მესხიძის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. მერიამ მათი პოზიციის სარწმუნო დოკუმენტები ვერ მოგვაწოდა, შესაბამისად ირკვევა, რომ უწყებამ მოქალაქეს კიბე წერილობითი თანხმობის გარეშე დაუნგრია.

“ფერდსამაგრი კედლის მოწყობის დროს, მოხდა არსებული კიბის დემონტაჟი. კიბე იყო დაზიანებული და მისი დემონტაჟი მოქალაქემ თავად მოითხოვა. რაც შეეხება ახალი კიბის მშენებლობას, მერიის წარმომადგენლების მიერ მოხდა განმარტება, რომ აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ვერ განხორციელდებოდა ახალი კიბის მოწყობა. საჭირო იყო დამატებით მოთხოვნის გაკეთება ინჟინერ-კონსტრუქტრის მოწვევასთან დაკავშირებით. მოქალაქე ამირან მესხიძეს უნდა დაეწერა შესაბამისი განცხადება, რის შემდეგადაც მერიის მიერ მოხდებოდა შესაბამისი ღონისძიების გატარება. ამირან მესხიძეს მერიისთვის ამ დრომდე კიბის მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით მომართული არ აქვს,” – მოგვწერეს ქობულეთის მერიიდან.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=pMi-oCwkKz0[/embedyt]

 

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ხანძარი ბათუმში
Next: Georgian Airways-ი ბათუმსა და მოსკოვს შორის პირდაპირ ავიარეისებს იწყებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქმის გამო თურქეთის მოქალაქე დააკავეს

admin 22/10/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში თურქეთის ხუთი მოქალაქე დააკავეს – ერთს მძიმე დაზიანების, მეოთხეს ხულიგნობის ბრალდება წარედგინა

admin 18/10/2025
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს

admin 02/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

28/10/2025
პირადი მიმოწერისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონო გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პირადი მიმოწერისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონო გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

28/10/2025
უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს – ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უკანონოდ migracia_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს – ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უკანონოდ

28/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

27/10/2025
ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI

27/10/2025
ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები

27/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

28/10/2025
პირადი მიმოწერისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონო გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

პირადი მიმოწერისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონო გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

28/10/2025
უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს – ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უკანონოდ migracia_AJARATIMES.GE 3
  • უცხოეთი

უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს – ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უკანონოდ

28/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

27/10/2025
ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI _AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI

27/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.