ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა ავტოავარია, რომლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.