ქობულეთში პოლიციის ავტომობილი და მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ. ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულები ქობულეთის ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.
ავარიის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. შსს-ში გვითხრეს, რომ შემთხვევის დეტალებსა და ბრალეულობას პროკურატურა გამოიკვლევს.



