
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო–პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ქობულეთში – 11:00–დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ჭახათს, კოხს, ბობოყვათს, ციხისძირს, სახალვაშოს, ბუკნარსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს.
ქედაში – 11:00–დან 13:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: მერისს, სიხალიძეებს, გულებსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე დაბა ქედას ნაწილს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.
®