„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნება კოტე მჟავია.
ბოლო წლებში, პროფესიით მსახიობი, სამთავრობო არხების გადაცემების თანახმად, ცნობილი თამადაა. აჭარის კულტურის სამინისტროში გვითხრეს, რომ გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.
ცნობისთვის: ნუკრი ქანთარია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ინფორმაციისთვის: ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებმა სამხატვრო ხელმძღვანელს ულტიმატუმი წაუყენეს და დაუმორჩილებლობა მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც ნუკრი ქანთარია ამავე თეატრის მსახიობის გარდაცვალების შემდეგ სამძიმარზე არ მივიდა. ქანთარიას ოთო ქათამაძის გარდაცვალების ფაქტზე არც სამძიმრის წერილი დაუწერია.
ამ ფაქტის შემდეგ თეატრის მსახიობებმა პროტესტი გამოთქვეს და განაცხადეს, რომ მას მორალური უფლება აღარ აქვს თეატრში მუშაობა გააგრძელოს.



