ბათუმში, სამშენებლო მოედანზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველთა თქმით, ცეცხლი სავარაუდოდ, ელექტროენერგიის სადენებს გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.