
ბათუმში, აეროპორტის მიმდებარედ, გვიან ღამით ავტოსახელოსნოსა და მასთან მდებარე მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ობიექტები სრულად დაიწვა.
თვითმხილველების თქმით, ცეცხლმა რამდენიმე ავტომობილიც გაანადგურა. წინასწარი ინფორმაციით, სახელოსნო რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნით.
ხანძარის დროს, მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტა და სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეჩერდა. დასახლებაში გავრცელდა ძლიერი კვამლი და საპოხი საშუალებების სუნიც.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდნენ მეხანძრე-მაშველები.