ბათუმში, მაჭავარიანის ქუჩაზე, სროლის შემთხვევა დაფიქსირდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე ორჯერ გაისმა გასროლის ხმა.
ერთი ტყვია ეზოში გაჩერებულ ავტომობილს მოხვდა. შემთხვევისას, რომელიც გუშინ ღამით მოხდა, არავინ დაშავებულა, თუმცა ადგილობრივების თქმით, სროლის დროს ეზოში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა.
„როცა ეს მოხდა, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ეზოში ვიყავი ბავშთან ერთად. საბედნიეროდ, გადავრჩით,“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ჩვენთვის მომხდარის მიზეზი და მოტივი უცნობია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციელები. იმ შემთხვევაში თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტზე დამატებით დეტალებს მოგვაწვდის მასალა განახლდება.



