Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

12 772 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინდა – 2023 წლის სტატისტიკა

admin Posted on 2 წელი ago
statistika_ajaratimes.ge

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 12 772 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 535 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა.

“ყველაზე მეტი – 3 111 ფაქტი, უკანონო ტყითსარგებლობას ეხება. მათგან 1465 ტყის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტია, 922 – ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების წესის დარღვევა, 724 კი – სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტია.  აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია 75 უკანონო სახერხი საამქრო. 

2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე გამოავლინეს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 595, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 2097, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის – 1 477, წყლის კანონმდებლობის დარღვევის – 775, მიწის კანონმდებლობის დარღვევის – 706,  წიაღის უკანონო მოპოვების – 686, ნებართვის პირობების დარღვევის/უნებართვო საქმიანობის – 454 ფაქტი. ამავე პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 871 ფაქტია გამოვლენილი.  

დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 2621 ფაქტი გამოავლინეს კახეთში, 2180 სამართალდარღვევაა აღკვეთილი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 1867 – აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 1648 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 1053 – მცხეთა-მთიანეთში, 883 – შიდა ქართლში, 836 – ქვემო ქართლში, 786 კი – სამცხე-ჯავახეთში. 65 სამართალდარღვევა დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს. 

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში 833 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 21 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა,” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: სარფში დააკავეს 1 პირი, რომელსაც საზღვარზე ოქროს უკანონოდ გადმოტანა სურდა
Next: რატომ ვერ შეძლო ბათუმის მერიამ გამარჯვებული პროექტების განხორციელება – მივიწყებული „შენი იდეა ბათუმს“

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin Posted on 18 საათის ago
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin Posted on 2 დღის ago
amindi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

admin Posted on 4 დღის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი

Posted on 11 საათის ago
შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული xandzari_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული

Posted on 14 საათის ago
ქობულეთში ძროხები მოიპარეს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ძროხები მოიპარეს

Posted on 16 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 18 საათის ago
შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

Posted on 23 საათის ago
აჭარაში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

აჭარაში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს

Posted on 23 საათის ago
გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი

Posted on 11 საათის ago
შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული xandzari_AJARATIMES.GE 2
  • შუახევი

შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული

Posted on 14 საათის ago
ქობულეთში ძროხები მოიპარეს _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთში ძროხები მოიპარეს

Posted on 16 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 18 საათის ago
შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს _AJARATIMES.GE 5
  • შუახევი

შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

Posted on 23 საათის ago

სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.