Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 40 წლის კაცი დააკავეს

admin 06/02/2025
policia_AJARATIMES.GE

14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 40 წლის კაცი დააკავეს, ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური იტყობინება. უწყების ცნობით, დანაშაული 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებული ინტერნეტ სივრცეში, სოციალური ქსელების, მათ შორის, Facebook-ის ყალბი გვერდების გამოყენებით,13 და 14 წლის არასრულწლოვან  გოგონებს უკავშირდებოდა, ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკსა და ვინაობას. ბრალდებული არასრულწოვნებთან სექსუალური შინაარსის მიმოწერებს ახორციელებდა და პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას უგზავნიდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო. მათ შორის, ჩატარდა პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, ასევე, მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. მტკიცებულების სახით ამოღებული იქნა ბრალდებულის მობილური ტელეფონები  და ელექტრონული ინფორმაციის შესანახი სხვა ობიექტები.

გამოძიების მიერ აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად, ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა ათამდე Facebook-ის და Instagram-ის ყალბი გვერდი, რომლის გამოყენებითაც ასეულობით პირთან, მათ შორის არასრულწლოვნებთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა.

სამსახური, გამოძიებას არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარმართავს და ბავშვების უფლებებს საქმის ყველა სტადიაზე დაიცავს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი”. – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: რას ამბობენ თანაგუნდელები გიორგი მანველიძეზე, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის საქმეზე ერთ-ერთი ფიგურანტია
Next: დააკავეს ორი პირი, რომლებიც შშმ პირს სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin 07/11/2025
prokuratura_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი

admin 07/11/2025
eleqtroenergia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin 06/11/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„ქართული ოცნების“ ქობულეთის მერს ახალი მოადგილეები ჰყავს qobuletis meria_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

„ქართული ოცნების“ ქობულეთის მერს ახალი მოადგილეები ჰყავს

08/11/2025
ხულოს მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

08/11/2025
„კ.კ. ბათუმმა“ „მარგვეთისთან“ მატჩი დათმო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„კ.კ. ბათუმმა“ „მარგვეთისთან“ მატჩი დათმო

08/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

07/11/2025
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი 1920x1080
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

07/11/2025
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი prokuratura_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი

07/11/2025
„ქართული ოცნების“ ქობულეთის მერს ახალი მოადგილეები ჰყავს qobuletis meria_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

„ქართული ოცნების“ ქობულეთის მერს ახალი მოადგილეები ჰყავს

08/11/2025
ხულოს მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს _AJARATIMES.GE 2
  • ხულო

ხულოს მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

08/11/2025
„კ.კ. ბათუმმა“ „მარგვეთისთან“ მატჩი დათმო _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„კ.კ. ბათუმმა“ „მარგვეთისთან“ მატჩი დათმო

08/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

07/11/2025
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი 1920x1080 5
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

07/11/2025

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.