Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • რეკლამა

„2026 წელს აუცილებლად უნდა დავიწყოთ ხუდონჰესის მშენებლობა“ – მაია მელიქიძე

admin Posted on 2 თვის ago
meliqidze maia_AJARATIMES.GE

GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძეს აზრით, მნიშვნელოვანია, რომ 2026 წელს საქართველოში ხუდონჰესის მშენებლობა დაიწყოს. როგორც მან ამის შესახებ ბიემჯის “ანალიტიკას” ეთერში ისაუბრა, მშენებლობის დაწყება ევროპული ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

“აუცილებლად უნდა დავიწყოთ ხუდონის მშენებლობა. რეპუტაციული რისკი ვახსენეთ და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რამდენად სერიოზული ჩრდილი მიაყენა ნამოხვანის შემთხვევამ ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ნამოხვანი ჯერ კიდევ საარბიტრაჟო რეჟიმშია და განიხილება, ვფიქრობ, რომ ხუდონი არის იდეალური იმისათვის, რომ ავაშენოთ და გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი მათ შორის ევროპული ინვესტიციების მოსაზიდად.

GREDA-ში ძალიან ბევრი შეხვედრა ინიშნება ხოლმე ძირითადად უფრო აზიური, აფრიკული კომპანიების მიერ. ნაკლებად – ევროპულის, თუმცა ინტერესი დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება, თუ დავიწყებთ ჩვენ მომავალ წელს უკვე ხუდონის მშენებლობისკენ ნაბიჯების რეალურად გადადგმას, რაც მოგვიტანს რამდენიმე რამეს. პირველი – ეს არის რეპუტაციული თვალსაზრისით გაუმჯობესების გზაზე დადგომა, ნდობის გაზრდა ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ ინვესტიციები არის დაცული ამ ქვეყანაში. ენერგეტიკული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისთვის უკვე ერთი გადადგმული ნაბიჯი. და მეორე – აუცილებლად უნდა იყოს ადგილობრივი, ჩვენი ინვესტორების წახალისება და გვერდში დგომა, როგორც ქარის, ასევე მზის და ჰიდროს მიმართულებით”, – განაცხადა მაია მელიქიძემ.

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ასევე მიიჩნევს, რომ მომავალი წლიდან მნიშვნელოვანი იქნება ბიოსაწვავის განვითარებაც.

მაია მელიქიძის აზრით, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება, რისთვისაც, როგორც ცნობილია, სემეკი ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას გეგმავს.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე

Post navigation

Previous: აჭარაში ქმარმა მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

cover
  • რეკლამა

იარე და დასაჩუქრდი კოკა-კოლას აქციებით – ექსკლუზიური შესაძლებლობა კოკა-კოლასა და თიბისისგან

admin Posted on 2 კვირის ago
_AJARATIMES.GE
  • რეკლამა

ენერგეტიკული უსაფრთხოება და ჰიდროენერგია – გიორგი აბრამიშვილის ხედვა

admin Posted on 2 კვირის ago
1920 1080
  • რეკლამა

ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა

admin Posted on 4 კვირის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ხელვაჩაურში მოქალაქე პოლიციას ზეწოლასა და იძულებით აღიარების მოთხოვნაში ადანაშაულებს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში მოქალაქე პოლიციას ზეწოლასა და იძულებით აღიარების მოთხოვნაში ადანაშაულებს

Posted on 12 საათის ago
რუსეთის მოქალაქე კანაფის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს – ამოღებულია 11 ძირი მცენარე dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რუსეთის მოქალაქე კანაფის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს – ამოღებულია 11 ძირი მცენარე

Posted on 19 საათის ago
ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში ხიდის მშენებლობა თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები არც კი დაწყებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში ხიდის მშენებლობა თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები არც კი დაწყებულა

Posted on 20 საათის ago
ხულოში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა xandzari_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

Posted on 22 საათის ago
ავარია ბათუმში, დაშავდა მძღოლი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ავარია ბათუმში, დაშავდა მძღოლი

Posted on 22 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 2 დღის ago
ხელვაჩაურში მოქალაქე პოლიციას ზეწოლასა და იძულებით აღიარების მოთხოვნაში ადანაშაულებს _AJARATIMES.GE 1
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში მოქალაქე პოლიციას ზეწოლასა და იძულებით აღიარების მოთხოვნაში ადანაშაულებს

Posted on 12 საათის ago
რუსეთის მოქალაქე კანაფის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს – ამოღებულია 11 ძირი მცენარე dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

რუსეთის მოქალაქე კანაფის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს – ამოღებულია 11 ძირი მცენარე

Posted on 19 საათის ago
ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში ხიდის მშენებლობა თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები არც კი დაწყებულა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში ხიდის მშენებლობა თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები არც კი დაწყებულა

Posted on 20 საათის ago
ხულოში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა xandzari_AJARATIMES.GE 4
  • ხულო

ხულოში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

Posted on 22 საათის ago
ავარია ბათუმში, დაშავდა მძღოლი _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ავარია ბათუმში, დაშავდა მძღოლი

Posted on 22 საათის ago

სიახლეების კალენდარი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.