
ქობულეთის ცენტრალურ პარკში, ადგილობრივ თვითმმართველობას ნაჩუქარი ფარშევანგები დაეხოცა.
ინფორმაციისთვის: ფრინველების ვოლიერი მერიამ გასული საპარლამენტო არჩევნების წინ მოაწყო, თუმცა მათ მოვლასა და პატრონობაზე პასუხისმგებელი სამსახური თავიდანვე გაურკვეველი იყო.
„აჭარა თაიმსმა“ გასულ წელსაც მოამზადა მასალა ამ საკითხზე. მაშინ ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ ფრინველებს ყიდულობდნენ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ფარშევანგები საჩუქრად მიიღეს, თუმცა ვინ იყო ადრესატი — არ დაუკონკრეტებიათ. ასევე, ადგილობრივ ხელისუფლებას არ უთქვამს ვისი ინიციატივით მოეწყო ვოლიერები და რა თანხა დაიხარჯა პროექტისათვის.
ცნობისთვის: მერიას მანამდე ფრინველების მოვლის გამოცდილება არ ჰქონია, ასევე, გაურკვეველი იყო როგორ და რა სახსრებით უნდა უზრუნველეყოთ ფარშევანგების გამოკვება.
ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, რამ გამოიწვია ფრინველების დახოცვა. საკითხთან დაკავშირებით „აჭარა თაიმსი“ ქობულეთის მერიას დაუკავშირდა. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.