Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

აჭარაში მომხმარებელთა უფლებების დარღვევები დაფიქსირდა – ძირითადი პრობლემები თანხის დაბრუნებასა და ონლაინ ვაჭრობას უკავშირდება

აჭარა თაიმსი მაისი 5, 2026
onlainvachroba_AJARATIMES.GE

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის სტატისტიკას აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა 835 განაცხადი, ხოლო ცხელი ხაზზე შემოსული ზარების რაოდენობამ 2553 შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განცხადებების რაოდენობა 110%-ით არის გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის 98 ფაქტი დადასტურდა 246 საქმეზე. ამასთან, დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 41 მოვაჭრეს, 61 საქმეზე, ჯარიმა დაეკისრა, რომლის საერთო მოცულობა 60 176 ლარს აღწევს.

ამავე პერიოდში, მომხმარებელთა სასარგებლოდ 80 საქმეზე 68 შეთანხმება გაფორმდა. აღნიშნული გულისხმობს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, შეცვალონ შიდა პოლიტიკა და აღადგინონ იმ მომხმარებლების უფლებები, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პრაქტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

სტატისტიკის მიხედვით, სააგენტოში შემოსული განაცხადების 67% ონლაინ ვაჭრობას ეხება, ხოლო 33% – ნივთის ადგილზე შეძენას. რეგიონების მიხედვით, მომართვიანობის უდიდესი წილი თბილისი-ზე მოდის (80%), შემდეგ კი რეგიონები ნაწილდება შემდეგნაირად: აჭარა – 6%, იმერეთი – 4%, ქვემო ქართლი – 3%, კახეთი – 2%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1%, ხოლო დანარჩენი რეგიონები მცირე წილს ინაწილებენ.

მიმდინარე წლის ოთხი თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი – 301 განაცხადი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნას ეხება. 223 განაცხადი ნაკლიანი ნივთის შეკეთებას ან შეცვლას, 182 – ნაკლოვანი მომსახურების შემთხვევაში უფლებების აღდგენას, 52 – დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებას, ხოლო 77 – სხვა საკითხებს.

სექტორების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი – 70% საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროზე მოდის. მას მოსდევს ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორი – 11%, განთავსებისა და კვების მომსახურება – 2%, ხელოვნება, გართობა და დასვენება – 2%, ხოლო სხვა საქმიანობები – 15%.

Post navigation

Previous: ლევან კიკალიშვილი პულში საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონი გახდა
Next: ბათუმში სანდასუფთავების სამსახურის მანქანა მცირეწლოვანს დაეჯახა, ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივნისი 19, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივნისი 18, 2026
gemi, zgva, navi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

1 ივლისიდან შიდა წყლებში კატარღებისა და ჰიდროციკლების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატი სავალდებულო ხდება

აჭარა თაიმსი ივნისი 18, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმი“ გუნდის გაძლიერებას განაგრძობს _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ გუნდის გაძლიერებას განაგრძობს

ივნისი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 19, 2026
ბათუმის მერია ბიუჯეტის ფულით სამანქანე გზას შუახევის მერის მეუღლის მიწის ნაკვეთამდე აკეთებს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერია ბიუჯეტის ფულით სამანქანე გზას შუახევის მერის მეუღლის მიწის ნაკვეთამდე აკეთებს

ივნისი 19, 2026
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ივნისი 19, 2026
ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – დაშავებულია ორი policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – დაშავებულია ორი

ივნისი 18, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 18, 2026
„დინამო ბათუმი“ გუნდის გაძლიერებას განაგრძობს _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ გუნდის გაძლიერებას განაგრძობს

ივნისი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 19, 2026
ბათუმის მერია ბიუჯეტის ფულით სამანქანე გზას შუახევის მერის მეუღლის მიწის ნაკვეთამდე აკეთებს _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის მერია ბიუჯეტის ფულით სამანქანე გზას შუახევის მერის მეუღლის მიწის ნაკვეთამდე აკეთებს

ივნისი 19, 2026
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ივნისი 19, 2026
ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – დაშავებულია ორი policia_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – დაშავებულია ორი

ივნისი 18, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.