შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟე ოფიცრებმა ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული 40 ამპულა მედიკამენტი, „MASPORT (R)“ აღმოაჩინეს.
უწყების ცნობით, მედიკამენტები ავტომობილში მალულად იყო განთავსებული. სატვირთო? საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14 400 ლარი შეადგინა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ავტომობილს მართავდა, საბაჟო კოდექსის შესაბამისად, 14 400 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

