Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე კანონს არღვევს – მოქალაქეებს გადაწყვეტილებების დასაბუთებას უმალავენ

ლევან ურიდია ნოემბერი 10, 2026
soso jgenti,qobuletis meria, sakrebulo_AJARATIMES.GE

ქობულეთის საკრებულო წლებია კანონს არღვევს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, განსახილველი პროექტების განმარტებით ბარათებს საჯაროდ არ აქვეყნებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის ვალდებულება კანონით აქვს. ამ პრაქტიკის მცირე მაგალითებია 2026 წლის 30 სექტემბრის, 12 ოქტომბრისა და 30 ოქტომბრის სხდომებიც.

„აჭარა თაიმსს“ საბიუჯეტო ცვლილების განმარტებითი ბარათი მოთხოვნის შემდეგაც არ მიუღია. ეს დოკუმენტი მოქალაქეებისთვის ოფიციალურ ვებგვერდზე არც სხდომამდე იყო ხელმისაწვდომი და არც სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულა. შესაბამისად, ვებგვერდზე განთავსებული ცნობებიდან მოქალაქეები ვერ იგებენ, კონკრეტულად რა შეიცვალა ბიუჯეტში, რატომ გახდა ცვლილება საჭირო და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მას.

⇔ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის სახლში არსებული უნებართვო ნაგებობა მერიამ დაანგრია

უწყების ოფიციალური გვერდის მონიტორინგისას აღმოჩნდა, რომ საკრებულოს ვებგვერდზე დღემდე არ არის ატვირთული შესაბამისი დოკუმენტები. მაგალითად, 12 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომის ცნობას არც 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტი ახლავს და არც მისი განმარტებითი ბარათი. სხდომის წინ გამოქვეყნებულ ცნობაში მითითებული იყო საკითხის დასახელება და მომხსენებელი. თუმცა ამ ცნობიდან ვერ გაიგებდით, კონკრეტულად რა უნდა შეცვლილიყო ბიუჯეტში და რატომ გახდა ცვლილება საჭირო.

„აჭარა თაიმსმა“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე 2026 წლის 30 სექტემბრის, 12 ოქტომბრისა და 30 ოქტომბრის საკრებულოს სხდომების წინასწარი განცხადებები შეამოწმა. სამივე ცნობაში გამოქვეყნებულია დღის წესრიგი, თუმცა ამავე გვერდებზე განსახილველი პროექტების ტექსტებზე ბმულები ვერ მოვიძიეთ.

30 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, შეტანილი იყო ქობულეთის ქალაქთმშენებლობით გეგმებსა და ჩაქვი-ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმაში შესატანი ცვლილებები. განცხადებაში მითითებული იყო დადგენილების პროექტების დასახელებები და მომხსენებლები. თუმცა ცვლილებების ტექსტები და მათი განმარტებითი ბარათები ცნობას არ ერთვის.

30 ოქტომბრის დღის წესრიგში შეტანილი იყო მგზავრობის მიმართულებებისა და ტარიფების დადგენის, ასევე მუნიციპალური ქონების პრივატიზებისა და იჯარის საკითხები. ეს საკითხები განცხადებაში განკარგულების პროექტებად იყო მითითებული. ცნობაში მათი ტექსტებისა და თანმხლები დოკუმენტების ბმულები ვერ ვიპოვეთ.

რატომ არ ასაჯაროებს ქობულეთის საკრებულო სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განმარტებით დოკუმენტაციას და რატომ არ უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაზეც კანონით წვდომა როგორც მედიას, ისე საზოგადოებას შეზღუდვის გარეშე უნდა ჰქონდეს?

ადგილობრივი თვითმმართველობის მკვლევარი მაგდა პოპიაშვილი „აჭარა თაიმსთან“ საუბრობს, რომ:

„საკრებულომ მორიგი სხდომის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე წინასწარ უნდა გამოაქვეყნოს. მისი თქმით, დღის წესრიგთან ერთად ხელმისაწვდომი უნდა იყოს განსახილველი პროექტების განმარტებითი ბარათებიც, რათა მოქალაქეებმა და მედიამ სხდომამდე იცოდნენ, რა ცვლილებას განიხილავს საკრებულო, რატომ არის ის საჭირო და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის მიღებას“

პოპიაშვილი განმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მოქალაქეებს საკრებულოს ღია სხდომაზე დასწრებისა და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობას აძლევს. მისი თქმით, თუ საკრებულომ დოკუმენტის ვებგვერდზე ატვირთვა ტექნიკური მიზეზით ვერ მოასწრო, მოთხოვნის შემთხვევაში ის მედიას მაინც უნდა მიაწოდოს. მკვლევარი აღნიშნავს, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემა ელექტრონული ფორმითაც შესაძლებელია.

⇔ ქობულეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომა პარტიის ოფისში გაიმართა

ადგილობრივი თვითმმართველობის მკვლევარი მაგდა პოპიაშვილის შეფასებით, განმარტებითი ბარათის „სამუშაო დოკუმენტად“ მოხსენიება მისი გაუცემლობის საფუძველი ვერ იქნება. ის მიიჩნევს, რომ ბარათები სხდომამდე უნდა გამოქვეყნდეს და მათი გასაჯაროების სხდომის დასრულებამდე გადადებას კანონდარღვევად აფასებს. მისი თქმით, როდესაც დოკუმენტები მხოლოდ სხდომის შემდეგ ხდება ხელმისაწვდომი, მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს ეზღუდებათ შესაძლებლობა, წინასწარ გაეცნონ საკითხებს და გადაწყვეტილების მიღებამდე დასვან კითხვები.

მკვლევრის თქმით: „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა აჭარის ფარგლებს სცდება და სხვა მუნიციპალიტეტებშიც გვხვდება. უწყებები სულ უფრო იხურებიან და ამ ტენდენციის შესაცვლელად საკმარისი ნაბიჯები არ იდგმება. ინფორმაციის შეზღუდვის ერთ-ერთი მოტივია, მედიამ დროულად ვერ გაიგოს, რა საკითხებს განიხილავს საკრებულო და მისთვის უხერხული კითხვები ვერ დასვას“

პოპიაშვილი მიიჩნევს, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებლობა საკრებულოს წევრებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირებსაც ეკისრებათ.

პოპიაშვილის თქმით: „დასავლეთ ევროპის ქვეყნებში საჯაროობასა და გამჭვირვალობას ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ეს თავად თვითმმართველობის არსიდან გამომდინარეობს. საკრებულოს წევრებს მოქალაქეები ირჩევენ საკუთარი ინტერესების წარმოსადგენად, ამიტომ მოქალაქეებს წინასწარ უნდა შეეძლოთ იმის გაგება, რა საკითხებს განიხილავენ მათი წარმომადგენლები და რის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებებს“ – აცხადებს „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას თვითმმართველობის მკვლევარი მაგდა პოპიაშვილი.

ქობულეთის საკრებულოს რეგლამენტის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი საკრებულოს აპარატს ავალებს სხდომის დღის წესრიგის, განსახილველი საკითხების პროექტებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის გამოქვეყნებას. ამავე რეგლამენტის 57-ე და 146-ე მუხლების მიხედვით, მორიგ სხდომამდე სულ მცირე შვიდი დღით ადრე უნდა გამოქვეყნდეს ცნობა სხდომის ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ. ცნობაში ასევე უნდა მიეთითოს, რა ვადაში შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს მოსაზრებების წარდგენა. შვიდდღიანი ვადა სხდომის შესახებ ცნობის გამოქვეყნებას ეხება.

რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საკრებულოში წარდგენილ ნორმატიული აქტის პროექტს განმარტებითი ბარათი უნდა ახლდეს. ბარათში უნდა აისახოს პროექტის მიღების მიზეზი, ცვლილების საჭიროება და მისი საფინანსო-ეკონომიკური შედეგები. ეს მოთხოვნა ეხება, მაგალითად, 12 ოქტომბრის დღის წესრიგში შეტანილ ბიუჯეტის შესახებ დადგენილებაში ცვლილების პროექტს. 30 ოქტომბრის დღის წესრიგში ჩამოთვლილ განკარგულების პროექტებზე კი შესამოწმებელია მათი ტექსტების გამოქვეყნება რეგლამენტის 49-ე მუხლის შესაბამისად.

მოსახლეობის ინფორმირების ზოგად ვალდებულებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 85¹ მუხლი ადგენს. მისი მიზანია, მოქალაქეებმა იცოდნენ, რას აკეთებს მუნიციპალიტეტი და როგორ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა. ამისთვის მნიშვნელოვანია, პროექტები ხელმისაწვდომი იყოს იმ დროს, როდესაც მოქალაქეებს მათი გაცნობა და მოსაზრებების წარდგენა ჯერ კიდევ შეუძლიათ.

ახლდა თუ არა 12 ოქტომბრის სხდომაზე განხილულ საბიუჯეტო ცვლილების პროექტს განმარტებითი ბარათი და როდის დარეგისტრირდა ის? სად და როდის გამოქვეყნდა სამი სხდომისთვის მომზადებული პროექტები და მათი საჯარო დანართები? საკრებულოს ვთხოვეთ, მოეწოდებინა გამოქვეყნებული დოკუმენტების ბმულები და თარიღები, ხოლო დანარჩენებთან დაკავშირებით განემარტა, რატომ არ გამოქვეყნდა ისინი და რატომ არ მოგვაწოდეს განმარტებითი ბარათები მოთხოვნის მიუხედავად.

ქობულეთის საკრებულოს პრესცენტრმა ჩვენს კითხვებზე პასუხის მოწოდება დღის ბოლომდე დაგვპირდა. განმარტებითი ბარათების ვებგვერდზე არგამოქვეყნება კი საკრებულოში ტექნიკური ხარვეზით ახსნეს, თუმცა ვებგვერდზე სხვა დოკუმენტები ხელმისაწვდომია, განმარტებითი დოკუმენტების გარდა. რაც შეეხება საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს, იოსებ ჟღენტს, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

⇔ ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პოლიციას არ დაუკავშირდა

ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა, „ლელო – ძლიერი საქართველოდან“ ჩვენგან შეიტყო, რომ საკრებულოს განმარტებითი ბარათები ოფიციალურ ვებგვერდზე არ ქვეყნდება. მისი თქმით, საკრებულოში განსახილველი საკითხები მოსახლეობას ეხება, ამიტომ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია როგორც დაგეგმილი ცვლილებების, ისე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

„სხდომის ცნობაში განსახილველი პროექტებისა და თანმხლები საჯარო დოკუმენტების ბმულები უნდა განთავსდეს. ასე მოქალაქეები წინასწარ გაიგებენ, რა ცვლილებას განიხილავს საკრებულო, რას ეფუძნება პროექტი და რა ვადაში შეუძლიათ საკუთარი მოსაზრების წარდგენა“ – აცხადებს ზურაბ სეფერთელაძე.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი მიიჩნევს, რომ ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. მისი თქმით, საკითხზე საჯაროდ ისაუბრებს და მას სხდომაზეც დააყენებს.

⇔ ქობულეთის მერიისა და საკრებულოს ჩინოვნიკებს ხელფასები გაეზარდათ

Post navigation

Previous: ჯიპი 105 000 ლარად – ქედის მერია ახალ ავტომობილს ყიდულობს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

vachroba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

გარევაჭრობის პრობლემა ქობულეთში – თვითდასაქმებულები მერიისგან საქმიანობის გაგრძელების უფლებასა და თანაბარ პირობებს ითხოვენ

ლევან ურიდია ნოემბერი 5, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

აჭარა თაიმსი ნოემბერი 3, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე კანონს არღვევს – მოქალაქეებს გადაწყვეტილებების დასაბუთებას უმალავენ soso jgenti,qobuletis meria, sakrebulo_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე კანონს არღვევს – მოქალაქეებს გადაწყვეტილებების დასაბუთებას უმალავენ

ნოემბერი 10, 2026
ჯიპი 105 000 ლარად – ქედის მერია ახალ ავტომობილს ყიდულობს qedis meria_AJARATIMES.GE
  • ქედა

ჯიპი 105 000 ლარად – ქედის მერია ახალ ავტომობილს ყიდულობს

ნოემბერი 9, 2026
ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გაზის მიწოდება შეწყდა gazi.bunebrivi airi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გაზის მიწოდება შეწყდა

ნოემბერი 9, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi.eleqtroenergia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 9, 2026
თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება tovli_AJARATIMES.GE
  • ხულო

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ნოემბერი 9, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 9, 2026
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე კანონს არღვევს – მოქალაქეებს გადაწყვეტილებების დასაბუთებას უმალავენ soso jgenti,qobuletis meria, sakrebulo_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე კანონს არღვევს – მოქალაქეებს გადაწყვეტილებების დასაბუთებას უმალავენ

ნოემბერი 10, 2026
ჯიპი 105 000 ლარად – ქედის მერია ახალ ავტომობილს ყიდულობს qedis meria_AJARATIMES.GE 2
  • ქედა

ჯიპი 105 000 ლარად – ქედის მერია ახალ ავტომობილს ყიდულობს

ნოემბერი 9, 2026
ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გაზის მიწოდება შეწყდა gazi.bunebrivi airi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გაზის მიწოდება შეწყდა

ნოემბერი 9, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi.eleqtroenergia_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 9, 2026
თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება tovli_AJARATIMES.GE 5
  • ხულო

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ნოემბერი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.