AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ბათუმში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მეეზოვე დაიღუპა. მ.გ-ს ავტომობილი იმ დროს შეეჯახა, როდესაც ის ქუჩას ალაგებდა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა.
სასწრაფოს სამედიცინო დახმარების ცენტრში “აჭარა თაიმსს” განუცხადეს, რომ ადგილზე მისულ ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.