Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • საქართველო

აივნის მოაჯირი ავტომობილებს დაეცა – კომპანია “ორბი” მეპატრონეებს ზარალის ანაზღაურებაზე უარს ეუბნება

სულხან მესხიძე იანვარი 25, 2024
dazianebuli avtomobilebi_ajaratimes.ge

ბათუმში, აივნის მოაჯირის ჩამოვარდნის შედეგად ორი ავტომობილი დაზიანდა. შემთხვევა კობალაძის ქუჩაზე, “ორბი ჯგუფის” ერთ-ერთ კომპლექსში მოხდა. რკინის მძიმე კონსტრუქციამ ავტომობილების მინები ჩაამსხვრია. ტრანსპორტი დაზიანებულია სხვა მხრივაც. ზარალის ოდენობა, როგორც ავტომობილების მფლობელები ამბობენ საკმაოდ დიდია.

ერთ-ერთი ავტომობილის მფლობელი, ლაშა ველიაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ზიანის ანაზღაურების მიზნით “ორბს” მიმართა, რაზეც კომპანიამ უარი განაცხადა.

“კომპანია “ორბი”-ს შენობას მოწყდა “ევროსტანდარტებით დამონტაჟებული” მოაჯირი და დაეცა ჩემი მეუღლის ავტომობილს. დაზიანებას თავადაც ხედავთ. მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვეცადე პრობლემის მოგვარება. გადავწყვიტე წერილობით მიმემართა კომპანიისთვის ზარალის ანაზღაურების თაობაზე. კანცელარიაში რამდენჯერმე დამჭირდა მისვლა იმისთვის რომ მინიმუმ განცხადება ჩაებარებინათ.

მიპასუხეს: “ზევით” თუ არ გაქვთ ვინმესთან შეთანხმებული განცხადებას ვერ ჩავიბარებთო. ნუ მოკლედ რომ ვთქვა მივაღწიე იმას რომ განცხადება დავტოვე (ხარჯთაღრიცხვით). პარალელურად შინაურ-ნაცნობ-ახლობლების მეშვეობით ვცდილობდი კომპანია კეთილ ნებამდე მისულიყო და ზარალი აენაზღაურებინა. საბოლოოდ გადაწყდა ისე, რომ არაფერსაც არ ანაზღაურებენ და საკმაოდ დიდი ზარალი, რომელსაც ხარჯთაღრიცხვაში ხედავთ დარჩა ჩემი გადასახდელი,” – წერს ლაშა ველიაძე ფეისბუქში.

ველიაძე უფლებების დაცვას სამართლებრივი გზით აპირებს. მისი თქმით, ახლა იურისტებთან კონსულტაციას გადის, რის შემდეგაც სასამართლოს მიმართავს.

“უპასუხისმგებლო, უნიათო, უხარისხო და ძალიან ცუდი კანტორა ხართ, რა თქმა უნდა ეს კომპანიის მაღალ ეშელონებს გეხებათ. თუ ფიქრობთ რომ ასე მარტივად “მოიგვარეთ” ეს პრობლემა ძალიან ცდებით. აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში და ზარალთან შეფარდებით ორმაგის დახარჯვაც რომ მომიწიოს მაინც ვიბრძოლებ უსამართლობის განცდის გასაქრობად. თქვენგან განსხვავებით სიმართლე და ღირსება ჩემთვის მთავარი ღირებულებაა,” – აღნიშნავს ლაშა ველიაძე.

“აჭარა თაიმსი” კომპანია “ორბის” საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენს ზარს არ უპასუხა. იმ შემთხვევაში თუ კომპანია მოგვიანებით გვიპასუხებს კითხვებზე მასალა განახლდება.

Post navigation

Previous: აქცია ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობასთან – რა მოთხოვნები აქვთ მოქალაქეებს
Next: პოდკასტი: სოციალური პრობლემები აჭარაში – რას ითხოვს ხალხი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო

აჭარა თაიმსი მაისი 10, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 8, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • საქართველო

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი მაისი 8, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა xandzari_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

მაისი 10, 2026
„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო

მაისი 10, 2026
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

მაისი 9, 2026
„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა

მაისი 9, 2026
დიდი ლიდერის ცხოვრების გზა – აზერბაიჯანის თანამედროვე ისტორიის ცოცხალი ქრონიკა Picture1
  • რეკლამა

დიდი ლიდერის ცხოვრების გზა – აზერბაიჯანის თანამედროვე ისტორიის ცოცხალი ქრონიკა

მაისი 9, 2026
გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა xandzari_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

მაისი 10, 2026
„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო

მაისი 10, 2026
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

მაისი 9, 2026
„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა

მაისი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.