AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ბათუმში, სანაპიროზე, ახალგაზრდა კაცს სკუტერი შეეჯახა, რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
პაციენტს ოპერაცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაუკეთეს.
სამედიცინო დაწესებულებაში “აჭარა თაიმსს” განუცხადეს, რომ პაციენტს ოპერაციის შემდეგ, კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება დასჭირდა, რის გამოც მისი დედაქალაქში ტრანსპორტირება გახდა საჭირო.
ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.