Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

რა წერია ქალების მანიფესტში

admin Posted on 11 თვის ago
qalebis marshi_AJARATIMES.GE

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “ბათუმელების” რედაქციასთან „ქალების მანიფესტი“ წაიკითხეს. მანიფესტში ქალები გამოთქვამენ პროტესტს ქალთა უფლებების შეზღუდვისა და ძალადობის წინააღმდეგ.

ისინი ხაზგასმით აცხადებენ, რომ არ გაჩუმდებიან და გააგრძელებენ ბრძოლას თანასწორობისა და უფლებების დაცვისთვის, მიუხედავად მმართველი სისტემის ზეწოლისა. 101 წლის წინანდელი წინააღმდეგობის სიმბოლოდ, ქალები კვლავ აქტიურად იბრძვიან თავისუფლებისთვის.

“101 წლის წინ აგვისტოს ჯანყი ქართველი დიქტატორის რუსულმა ჩექმამ პირველი ქართველი პარლამენტარი ქალების რეპრესიებით ჩაახშო. 101 წლის შემდეგ ქართველი ოლიგარქის რუსულმა ჩექმამ, ჩვენი თავისუფლების ფეხქვეშ გასათელად, მიზანში სწორედ ჩვენ ამოგვიღო, ჩვენ ვინც გაგვზარდეს ქალად. რადგან ამ 101 უწყვეტი პროტესტის დღის მამოძრავებელ ძალად ამორძალები დღესაც აქ ვდგავართ. სადაც არცერთი დიქტატურა ისტორიულად არ გვპატიობდა იმას, რაც მათ უპირატესობას, მათ კანონზე უზენაესობას, მათ ძალაუფლებას და შესაბამისად ძალადობას მედგრად, უშიშრად, ედგა ფარად – დაუმორჩილებლობას.

101 წლის მანძილზე, თქვენი სიბნელე, მრავალი დახშული კარი, დაგმანული ფანჯარა და რკინის გისოსები გავარღვიეთ. 101 წლის თავზე, რისხვის ამ ასმეერთე დღეს, ჩვენ სინათლისთვის და ჩვენი ხმისთვის ვიბრძვით ისევ და ისე, როგორც არასდროს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი კანონები რუსული დუმის მსგავსად ქალებისგან დუმილს მოითხოვს, ჩვენ არ ვჩუმდებით. არ გაღირსებთ მდუმარე, დანებებულ, მორჩილ ქალებს. რა გაგვაჩუმებს? ჩუმად ხართ თქვენ.

თქვენი სისხლიანი სიჩუმე გვკლავს. გვკლავს ქალობისთვის, დედობისთვის, გვიკლავს დედებს, ტრანს ქალებს, გოგოებს! თქვენ ჩვენს გასაჩუმებელ კანონებს წერთ, იღებთ, მაგრამ ვერ გვიკანონებთ. ჩვენ, ქალები ვიბრძვით. ვიბრძვით ძალადობის და ჩვენი გამოცხადებული სიკვდილის პრევენციისთვის. თქვენ აუქმებთ კვოტებს, ებრძვით სიტყვებს, ებრძვით გენდერს, ებრძვით თანასწორობას, ებრძვით კონსტიტუციას, გვებრძვით ჩვენ! ჩვენ კიდევ უფრო მეტი თავგანწირვით ვიბრძვით ლეკვის ლომისა სწორობისთვის.

ჩვენ უარს ვამბობთ. არ გვინდა! თქვენი ყვავილები, ფასდაკლებები ვეფხისტყაოსნის სუფრებზე, ასობით მოკლული ქალის სისხლით სავსე ყანწების ფრიალი, ჩვენ ათას ას ოთხმოც წელს შექმნილი ვეფხისტყაოსნის იდეალებისთვის ვიბრძვით დღეს. ჩვენთვის, აბსოლიტურად ყველა ქალის, ქალად აღზრდილის და ტრანსი ქალისთვის. თქვენ ეალერსეთ რუსეთს და ძილს, ჩვენ ამ თორმეტწლიანი კოშმარიდან გაღვიძება, ყველგან ხმა, ყველგან ძახილი გვევალება.

არ გავჩუმდებით! რა გაგვაჩუმებს?! ჩუმად ხართ თქვენ, როცა თქვენი მოძალადე პოლიციელები აქციაზე ჩვენს თანამებრძოლ ქალებს, შინ დაბრუნებული საკუთარ ცოლებს სცემენ. არ გავჩუმდებით. რა გაგვაჩუმებს? როცა ფორმიანი ბანდიტები კბილებს და ცხვირს და ძვლებს გვიმტვრევენ. არ გავჩუმდებით, რა გაგვაჩუმებს, როგორ გაგატანთ შვილებს ციხეში, როცა თქვენი ხელდასმული დგებუაძეები, ხარებები ყოველდღე აწნავენ სილას ამ ქვეყნის წარსულს, მომავალს, ენას, მამულს.

რა გაგვაჩუმებს? სანამ თუნდაც ერთი ქალი გისოსებს მიღმა იმისთვის ჩასვით, რაც თქვენმა რეჟიმის მონებმა ვერასოდეს ვერ გაბედეს. სიმამაცისთვის? თანასწორობის და სამართლისთვის? არ დაგიხრით ქალები თავს! სილა პატრიარქატს, სილა თვითმარქვია პოლიციას, სილა ავტორიტარიზმს!

ჩვენ უარს ვაცხადებთ, პატივი მხოლოდ სიკვდილის ან 101 წლის შემდეგ, სამუდამოდ გაჩუმებულებს გვცეთ. არ გელოდებით. ჩვენ მოვითხოვთ პასუხს, პასუხისმგებლობას, თანასწორობას, ქალთა კვლის, წამების შეწყვეტას დღეს. თქვენ გეამაყებათ და გიყვართ ქეთევანი წამებული, შუშანიკი წამებული, მარიტა წამებული. არ გეღირსებათ მზია წამებული!

ჩვენ ამ ქვეყანას, საბერძნეთიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან, ვაშენებდით გუშინ, ვაშენებთ დღეს და ავაშენებთ ხვალ, ჩვენი შვილებისთვის, მოხუცებისთვის, ორსულებისთვის ვტოვებთ სახლს, თქვენ ჯანდაცვის, საარსებო მინიმუმის გარეშე ტოვებთ მათ, შიმშილის, და მარტოობისთვის წირავთ. ჩვენ ვზრუნავთ, თქვენ მოხუცებს თოვლში მარხავთ, თქვენ არ იცით რა შრომის ფასად მოპოვებულ ფინანსებს ვგზავნით შინ თქვენს ნაცვლად, თქვენს გარეშე მაგრამ არა მხოლოდ ჩვენი, თქვენი შვილებისთვისაც: ვითხოვთ ახალ არჩევნებს, თანასწორობას, სიმართლეს სასამართლოში. შხამად შეგარგებთ ამ 101 დღეს, როცა დედები დღე სამსახურში და ღამე ქუჩაში ვიბრძვით.

შინ ვტოვებთ საქმეს, შვილებს და ვახშმს, თქვენ სოციალურად დაუცველ ბავშვებს ჯერ ართმევთ დენს, მერე დამწვარ სახლებს მათვე კიდებთ ცოდვად. რისთვის? ჩვენ შვილებს ვზრდით სიმწრით, თქვენ სწავლის ნაცვლად, აკავებთ ციხით. რისთვის? ჩვენ სიმართლისთვის ბრძოლისთვის ვკარგავთ სამსახურს, ისევ ქუჩაში გავდივართ და ბოლო ხმაზე სიმწრით ვყვირით, თქვენ ამ ქვეყანას, ტყეებს, პარკებს და სინდისს ყიდით, მერე მდიდარი კაცები მშენებარე კომპლექსებში, პარკებში ორმოებს გვითხრის და თქვენი გულგრილობა უცოდველ ბავშვებს თამაშის და სწავლის ნაცვლად, რას სთავაზობს? სიკვდილს?! რისთვის?? არ გაღირსებთ ქალები მშვიდ ბათუმს, ქუთაისს, თბილისს, ვერ გაგვექცევით ქალებს, ვერ გაექცევით სირცხვილს! ამ ბრძოლას ქალის სახე და ცეცხლის ფასი აქვს. ამიტომაც მოგართმევთ ნავთს, ცეცხლს, კოცონს, ჭიაკოკონას, სილას და რისხვას! არ გავჩუმდებით, რა გაგვაჩუმებს? სანამ ქალთა კვლაზე, ჩაგვრაზე, დამონებაზე ჩუმად ხართ თქვენ, არ გაღირსებთ ქალები მშვიდობას,” – წერია მანიფესტში.

https://www.facebook.com/ajaratimes/videos/1186487416441190

Post navigation

Previous: აჭარის ჩემპიონთა თასმა ფარიკაობაში სტარტი აიღო
Next: როლანდ შავაძემ „თავისუფლების მოედანი“ დატოვა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ძროხები მოიპარეს

admin Posted on 5 დღის ago
xandzari_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

სულხან მესხიძე Posted on 2 კვირის ago
irma megrelidze_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

მღვდლის მეუღლე ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორად დაინიშნა

სულხან მესხიძე Posted on 1 თვის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვანთა თითქმის 19%-მა განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა – აუდიტი _AJARATIMES.GE
  • საქართველო

განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვანთა თითქმის 19%-მა განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა – აუდიტი

Posted on 2 საათის ago
„საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა“ „კსუ“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა“ „კსუ“ დაამარცხა

Posted on 20 საათის ago
რუსეთის მოქალაქე უაქციზო ალკოჰოლის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

რუსეთის მოქალაქე უაქციზო ალკოჰოლის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს

Posted on 1 დღის ago
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავეს

Posted on 1 დღის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 2 დღის ago
„რ/კ ბათუმმა“ „ხვამლს“ აჯობა ragbi_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„რ/კ ბათუმმა“ „ხვამლს“ აჯობა

Posted on 2 დღის ago
განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვანთა თითქმის 19%-მა განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა – აუდიტი _AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვანთა თითქმის 19%-მა განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა – აუდიტი

Posted on 2 საათის ago
„საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა“ „კსუ“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა“ „კსუ“ დაამარცხა

Posted on 20 საათის ago
რუსეთის მოქალაქე უაქციზო ალკოჰოლის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს _AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

რუსეთის მოქალაქე უაქციზო ალკოჰოლის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს

Posted on 1 დღის ago
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავეს

Posted on 1 დღის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 2 დღის ago

სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.