ჩვენ შესახებ

„The Ajara Times“ არის მედიასაშუალება, რომელიც შექმნის ჯანსაღ და ინფორმირებულ გარემოს, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ დიალოგს, ის ასევე, იქნება სანდო წყარო აჭარიდან. „The Ajara Times“, რომელიც 2023 წლის 1 დეკემბერს დაფუძნდა, აჭარაში ბაზირებული ახალი ამბებისა და ანალიტიკური მასალების ონლაინ პლათფორმაა.

ვცდილობთ ინოვაციური იდეებითა და ამბის განსხვავებული თხრობის მეშვეობით ვიყოთ საინტერესო ონლაინ მედია. ჩვენ ვართ ყველა მნიშვნელოვან და მოთხოვნად პლათფორმაზე წარმოდგენილი.

„The Ajara Times“ ცხადია გაიზიარებს და დაეყრდნობა თავისუფალი მედიის ფუნდამენტურ პრინციპებს. მკითხველის ნდობა ჩვენთვის ყველაზე ღირებულია. სწრორედ ამიტომ, ავსახავთ სიმართლეს და ვაშუქებთ მხოლოდ დადასტურებულ ფაქტებს. სარედაქციო პოლიტიკა ეყრდნობა ამბების მიუკერძოებლად და ეთიკურად გაშუქების პრინციპებს.

„The Ajara Times“-ის მიზანია მხარი დაუჭიროს დასავლურ ღირებულებებს და შეეწინააღმდეგოს რუსულ პროპაგანდას.


„The Ajara Times“-ის სარედაქციო პოლიტიკა ეფუძნება:

ობიექტურობა და მიუკერძოებლობა:

  • მიზანი: უზრუნველყოს ინფორმაციის მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის მაღალი სტანდარტი.
  • პრინციპი: ყველა ინფორმაცია უნდა იყოს სანდო და მიუკერძოებელი წყაროებიდან. სხვადასხვა მხარის მოსაზრებები უნდა იყოს წარმოდგენილი თანაბრად და უსამართლო უპირატესობების გარეშე.

სიზუსტე და სანდოობა:

  • მიზანი: მკითხველს მხოლოდ გადამოწმებული და სწორად გადმოცემული ინფორმაცია მიაწოდოს.
  • პრინციპი: ყველა ფაქტი და ინფორმაცია უნდა იყოს გადამოწმებული სხვადასხვა წყაროსთან, მაქსიმალური სიზუსტით.

ეთიკური ნორმები და პასუხისმგებლობა:

  • მიზანი: იყოს ეთიკურად მართებული და სამართლებრივი ნორმების შესაბამისად გაავრცელოს ინფორმაცია.
  • პრინციპი: მედიასაშუალება უნდა მოერიდოს ინფორმაციის დამახინჯებას, პერსონალური ცხოვრების პირადულ დეტალებზე არასასურველ შეღწევას და უნდა იყოს მგრძნობიარე ეთიკური სტანდარტების მიმართ.

საზოგადოების ინტერესები და სამოქალაქო პასუხისმგებლობა:

  • მიზანი: საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა და ინფორმირება.
  • პრინციპი: ინფორმაცია უნდა იყოს საზოგადოებისთვის სასარგებლო, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი დისკუსიისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა:

  • მიზანი: გაავრცელოს სხვადასხვა ჯგუფების ინდივიდუალური მოსაზრებები.
  • პრინციპი: მედიამ უნდა ასახოს საზოგადოებრივი მრავალფეროვნება და ხელი შეუწყოს ყველა ჯგუფის, მათ შორის უმცირესობების, მოსაზრებების გამოხატვას.

გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება:

  • მიზანი: ვუზრუნველყოფთ სარედაქციო პროცესების გამჭვირვალობას.
  • პრინციპი: ვიქნებით ღია პროცესების მიმართ.

სოციალური პასუხისმგებლობა:

  • მიზანი: ხელს შევუწყობთ სოციალურ მმართველობასა და ეთიკურ აზროვნებას.
  • პრინციპი: მიგვაჩნია, რომ მედია ხელს უნდა უწყობდეს პოზიტიური სოციალური ცვლილებებისა და სამოქალაქო აქტივიზმის განვითარებას.

კომერციული ინტერესებისგან თავისუფლება:

  • მიზანი: მედიის დამოუკიდებლობა და კომერციული ინტერესებისგან თავის აცილება.
  • პრინციპი: ინფორმაცია უნდა გავრცელდეს დამოუკიდებლად და იყოს დაცული იმ გავლენებისგან, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდნენ სარედაქციო გადაწყვეტილებებზე.

სექსუალური, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების გაშუქება:

  • სამართლიანობა და პატივისცემა: მიგვაჩნია, რომ ყველა უმცირესობა უნდა გაშუქდეს სუფთად და პატივით, თავიანთი რეალური მდგომარეობისა და გამოცდილების სრული ანარეკლით.
  • დასახელების აუცილებლობა: კონტექსტის გათვალისწინება, ასევე, ყოველი ჯგუფის კულტურული და ისტორიული მახასიათებლების გააზრება.
  • კონფიდენციალობის პოლიტიკა: მიგვაჩნია, რომ საჭიროების შემთხვევაში კონფიდენციალობა უნდა იყოს დაცული, ხოლო ყოველი გავრცელებული ინფორმაცია უნდა იყოს ეთიკური და ლეგალური. ცნობები ისე უნდა გავრცელდეს, რომ დაცული იყოს იმ ადამიანის ან ჯგუფის პირადი უფლებები.
  • პატივისცემა: ჩვენი რედაქცია თითოეული ჯგუფის წევრების მიმართ არის ჰუმანური. ჩვენ ხელს შევუწყობთ უმცირესობების ხილვადობასა და მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას.

„The Ajara Times“-ის ღირებულებები:

  • სანდოობა: სანდო ინფორმაცია და პროცესების გამჭვირვალობა.
  • სამართლიანობა: ყველა მხარის სამართლიანი წარმოჩენა და ინფორმაციის მიუკერძოებლობა.
  • საზოგადოებრივი სარგებელი: საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა და სასარგებლო ინფორმაციის გავრცელება.
  • ეთიკა: მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვა და კონფიდენციალურობის პატივისცემა.
  • პასუხისმგებლობა: სარედაქციო გადაწყვეტილებების პასუხისმგებლობა და საზოგადოების დროული ინფორმირება.