
18 ოქტომბერს, ბათუმში, სტარტს აიღებს, საერთაშორისო ტურნირი ფეხბურთში „Batumi Cup 2024”. შეჯიბრება 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ტურნირი U15 (2009 წ.დ) ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება. „Batumi Cup 2024-ში” მონაწილეობას რვა გუნდი იღებს, ოთხი საქართველოდან და ოთხი უცხოეთიდან.
ტურნირში მონაწილე გუნდები: “სპორტინგი ლისაბონი“, „ფურსან დუბაი“, „შახტარი დონეცკი“, „ლევანტე“, „GFF რუხი“, „დინამო თბილისი“, „GFF ქუთაისი“ და „დინამო ბათუმი“.
მატჩები ბათუმის საფეხბურთო ბაზაზე გაიმართება. საერთაშორისო ტურნირი “Batumi Cup 2024” აჭარის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე
თუ „აჭარა თაიმსის“ მასალებს იყენებთ, აუცილებელია წყაროსა და ბმულის მითითება. გთხოვთ, მასალის გადაბეჭდვის შემთხვევაში გაითვალისწინეთ ვალდებულება!