Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

BIAFF 2025 – წელს განსხვავებულ ფორმატში გაიმართება

admin Posted on 3 თვის ago
biaff_AJARATIMES.GE

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) წელს 12-17 დეკემბერს ბათუმში კინომოყვარულებს ექსკლუზიურ კინოკვირეულს შესთავაზებს.

ფესტივალი გაიმართება განსხვავებულ ფორმატში – საკონკურსო პროგრამისა და ჟიურის გარეშე.

ორგანიზატორთა განმარტებით, ბიუჯეტის შეზღუდვების გამო წელს ფესტივალი კონკურსის ნაცვლად მხოლოდ კინოჩვენებებით წარდგება, თუმცა პროგრამა იქნება გამორჩეულად მრავალფეროვანი.

BIAFF 2025-ის ფარგლებში მაყურებლებს საშუალება ექნებათ ნახონ როგორც სრულმეტრაჟიანი, ისე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია, რომლებიც ბოლო წლის განმავლობაში სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე – კანის, ვენეციის, ბერლინალეს, სანადენსის, ტორონტოს, კარლოვი ვარისა და ლოკარნოს კინოფორუმებზე – იყვნენ წარმოდგენილი.

წელს ჟიურის ნაცვლად ფილმების შეფასებაში თავად მაყურებლები ჩაერთვებიან – კინომოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, დააფასონ ნაჩვენები ფილმები და თავად გამოავლინონ აუდიტორიის პრიზის მფლობელი.

კინოჩვენებები გაიმართება ბათუმის CAVEA Grand Mall-ის კინოთეატრში, ასევე – ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მცირე დარბაზში.

ფილმების სია, სეანსების განრიგი და დამატებითი ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება BIAFF-ის ოფიციალურ ვებსაიტსა და ფესტივალის ფეისბუქგვერდზე.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მომავალ წელს BIAFF დაბრუნდება ტრადიციულ ფორმატში და ფესტივალის საიუბილეო გამოცემა განსაკუთრებულად საინტერესო იქნება.

მანამდე კი მაყურებელს ეძლევა შესაძლებლობა, არ გამოტოვოს BIAFF 2025-ის ექსკლუზიური “Best of” კინოკოლექცია – საუკეთესო ნამუშევრები 20 სხვადასხვა ქვეყნიდან, მსოფლიო კინოფესტივალების პროგრამებიდან.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: „ქართული ოცნება“ დავით მჭედლიშვილს იოსებ ჟღენტით ანაცვლებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 5 მილიონი ევროს ღირებულების ავტომობილების უკანონო შემოტანის მცდელობა გამოავლინეს

admin Posted on 1 დღის ago
prokuratura_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

Facebook-ზე უნებართვო შეღწევა და ინტიმური ფოტოების მოპოვება – პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმე აჭარაში

admin Posted on 2 დღის ago
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, სახელმწიფო შენობიდან თვითნებურად შესახლებულები გამოიყვანეს

admin Posted on 3 დღის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში ძროხები მოიპარეს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ძროხები მოიპარეს

Posted on 1 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 3 საათის ago
შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

Posted on 8 საათის ago
აჭარაში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

აჭარაში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს

Posted on 8 საათის ago
„დინამო ბათუმის“ წარუმატებლობა ვირტუალურ სივრცეში გრძელდება fexburti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმის“ წარუმატებლობა ვირტუალურ სივრცეში გრძელდება

Posted on 10 საათის ago
ქრთამის აღების სქემა სარფის საბაჟოზე – თურქეთში 600 მილიონის ღირებულების ავტომობილები ამოიღეს _AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ქრთამის აღების სქემა სარფის საბაჟოზე – თურქეთში 600 მილიონის ღირებულების ავტომობილები ამოიღეს

Posted on 1 დღის ago
ქობულეთში ძროხები მოიპარეს _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთში ძროხები მოიპარეს

Posted on 1 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 3 საათის ago
შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს _AJARATIMES.GE 3
  • შუახევი

შუახევში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

Posted on 8 საათის ago
აჭარაში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს _AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

აჭარაში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს

Posted on 8 საათის ago
„დინამო ბათუმის“ წარუმატებლობა ვირტუალურ სივრცეში გრძელდება fexburti_AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმის“ წარუმატებლობა ვირტუალურ სივრცეში გრძელდება

Posted on 10 საათის ago

სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.