Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

Dura lex, sed lex – დავით გაბაიძე რუსულ კანონსა და მესამე სექტორზე

სულხან მესხიძე Posted on 1 წელი ago
davit gabaidze_AJARATIMES.GE

მას შემდეგ, რაც პარლამენტში რუსული კანონის ინიცირება და განხილვა დაიწყო აჭარაში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უმაღლესს საბჭოსთან თანამშრომლობა შეწყვიტეს. რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოს რეკომენდაციების შემუშავებასა და სერვისების მიწოდებაში არასამთავრობო ორგანიზაციები აღარ ეხმარებიან.

“აჭარა თაიმსმა” უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მესამე სექტორის გადაწყვეტილების შეფასება სთხოვა, რაზეც დავით გაბაიძემ განაცხადა, რომ ფაქტს არ მიესალმება. რეპრესიული მექანიზმების ფონზე რუსული კანონის მხარდამჭერი დავით გაბაიძე ფიქრობს, რომ მესამე სექტორსა და მედია ორგანიზაციებს საფრთხე არ ემუქრებათ.

“ეს ჩემთვის არ არის მისასალმებელი ფაქტი, გამომდინარე იქედან, რომ მე პირადად ყოველთვის ღია ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაციებთან. არსებობდა ღია მმართველობის საბჭოსთან საკონსულტაციო ჯგუფი. თუმცა გასაგები მოსაზრებების გამო, ისე რომ მათ უმაღლესს საბჭოსთან არ ჰქონიათ პრეტენზია მაინც გააჩერეს თანამშრომლობა. ჩვენ მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. უმაღლესს საბჭოს არ მიუცია იმის საფუძველი მესამე სექტორისთვის, რომ ეს თანამშრომლობა არ გაგრძელებულიყო. ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას იმ ძალებით და იმ საშუალებებით რაც გაგვაჩნია,” – აცხადებს დავით გაბაიძე.

უმაღლესი საბჭოს თავჯდომარეს რუსულ კანონსა და რეპრესიულ მექანიზმებზეც ვკითხეთ, რამაც შესაძლოა მესამე სექტორის, ასევე, მედია ორგანიზაციების ჩამოშლა გამოიწვიოს. კითხვაზე დავით გაბაიძეს მარტივი პასუხი ჰქონდა: Dura lex, sed lex.

“მე არ ვიცი ვის რა მოლოდინი ჰქონდა. კანონი არსებობს და როგორ იმუშავებს ეს გამოჩნდება სამომავლოდ. ვინც არ რეგისტრირდება ესეც მათი ნებაა, კანონს გააჩნია აღსრულების მექანიზმი, მეტი რა გითხრათ? იუსტიციის სამინისტროსა და იმ სუბიექტების გადასაწყვეტია რა ფორმით გაგრძელდება ამიერიდან პროცესები. მე ასე ტრაგიკულად არ ვხედავ მოვლენების განვითარებას. არამგონია მესამე სექტორი ჩამოიშალოს. კანონი მკაცრია, მაგრამ მაინც კანონია. Dura lex, sed lex – ასე ამბობდნენ რომაელები,” – აღნიშნა “აჭარა თაიმსთან” საუბრისას დავით გაბაიძემ.

ინფორმაციისთვის: რუსული კანონი უკვე ამოქმედდა, მათ შორის რეპრესიული მექანიზმებიც ძალაშია. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, აგენტების სიაშია ორგანიზაციათა 2 პროცენტამდეა დარეგისტრირებული.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებულია 31 233 არასამეწარმეო იურიდიული პირი.

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: „ახალი ტალღა“ ქობულეთსა და ხულოში მიღებას აცხადებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
Next: ბათუმი თბილისის მატარებელი ადამიანებს შეეჯახა, არის მსხვერპლი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

bunebrivi airi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 12 იანვარს 2 587 აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

admin Posted on 2 დღის ago 0
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

admin Posted on 3 დღის ago 0
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეფედრონის“ უკანონო ბრუნვის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

admin Posted on 3 დღის ago 0

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 13 საათის ago 0
საიამ ციალა ქათამიძის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა ciala qatamidze_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

საიამ ციალა ქათამიძის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

Posted on 13 საათის ago 0
აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტანი ბათუმიდან არის  _AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტანი ბათუმიდან არის 

Posted on 14 საათის ago 0
საქართველოში უახლოეს დღეებში თოვლიანი და რთული მეტეოროლოგიური პირობებია მოსალოდნელი amindis prognozi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში უახლოეს დღეებში თოვლიანი და რთული მეტეოროლოგიური პირობებია მოსალოდნელი

Posted on 14 საათის ago 0
გაირკვა საქართველოს ჩემპიონების ვინაობა თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში _AJARATIMES.GE
  • სპორტი

გაირკვა საქართველოს ჩემპიონების ვინაობა თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

Posted on 15 საათის ago 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელშიჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელშიჩართულ აბონენტების ნაწილს

Posted on 1 დღის ago 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 13 საათის ago 0
საიამ ციალა ქათამიძის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა ciala qatamidze_AJARATIMES.GE 2
  • უცხოეთი

საიამ ციალა ქათამიძის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

Posted on 13 საათის ago 0
აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტანი ბათუმიდან არის  _AJARATIMES.GE 3
  • უცხოეთი

აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტანი ბათუმიდან არის 

Posted on 14 საათის ago 0
საქართველოში უახლოეს დღეებში თოვლიანი და რთული მეტეოროლოგიური პირობებია მოსალოდნელი amindis prognozi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

საქართველოში უახლოეს დღეებში თოვლიანი და რთული მეტეოროლოგიური პირობებია მოსალოდნელი

Posted on 14 საათის ago 0
გაირკვა საქართველოს ჩემპიონების ვინაობა თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

გაირკვა საქართველოს ჩემპიონების ვინაობა თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

Posted on 15 საათის ago 0

სიახლეების კალენდარი

იანვარი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« დეკ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.