FOOD & WINE FEST BATUMI 2025 წლის 1-3 აგვისტოს, ბათუმის ევროპის მოედანზე, უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო სტუმრებს. ფესტივალი ეძღვნება ღვინოს, კულინარიას და კულტურას – სამ ელემენტს, რომლებიც ქმნიან დაუვიწყარ გემოებს, გამოცდილებებს და ემოციებს.
ღონისძიება აერთიანებს ელიტარული ელექტრონული მუსიკის კონცერტებს, მრავალფეროვან საკვებს, ღვინის დეგუსტაციებს, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას, საგანმანათლებლო მასტერ-კლასებს და სხვა მრავალს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ერთ სივრცეში შეიგრძნონ სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, გაიცნონ ახალი გემოები და აღმოაჩინონ ქართული სტუმართმოყვარეობის უნიკალურობა.
- მასტერ-კლასები სომელიეების, შეფ-მზარეულებისა და ღვინის ექსპერტებისგან;
- ღვინისა და კერძების შეხამების ხელოვნების გაცნობა;
- შესაძლებლობა როგორც პროფესიონალებისთვის, ისე ენთუზიასტებისთვის;
- ბიზნესისა და ტურიზმის პლატფორმა;
FOOD & WINE FEST BATUMI ხელს შეუწყობს:
- ტურისტული მიმზიდველობის ზრდას;
- მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარებას;
- ქართულ ღვინოსა და კულინარიას შორის დიალოგის გაღრმავებას;
- საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქციის უკეთ წარმოჩენას
ფესტივალის ძირითადი მონაწილეები:
- ღვინის მწარმოებლები (ქართული და საერთაშორისო);
- კულინარიული ექსპერტები და შეფ-მზარეულები;
- სომელიეები და Hოღეჩა სექტორის წარმომადგენლები;
- ხელნაკეთი ნივთების ოსტატები;
- მუსიკოსები და არტისტები
ღვინო და კულინარია — ეს არის ხელოვნება, რომელიც უნდა განიცადო. FOOD & WINE FEST BATUMI 2025 გაძლევთ შანსს აღმოაჩინოთ ჰარმონია გემოში, მუსიკაში და კულტურაში. გემო, რომელიც ღვინით იწყება!
ღონისძიების დეტალები: თარიღი: 1-3 აგვისტო; დასაწყისი: 14:00 საათი, ადგილმდებარეობა: ბათუმი, ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორია. დასწრება: თავისუფალი.
Food & Wine Fest Batumi 2025 – ღვინის კომპანიებისთვის რეგისტრაცია დაიწყო, უფრო მეტი ნახეთ ბმულზე.



