ჩვენ შესახებ

„აჭარა თაიმსი“ არის მედიასაშუალება, რომელიც ქმნის ჯანსაღ და ინფორმირებულ გარემოს, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ დიალოგს, ის ასევე, არის სანდო წყარო აჭარიდან. „აჭარა თაიმსი“, რომელიც 2023 წლის 4 დეკემბერს დაფუძნდა, აჭარაში ბაზირებული ახალი ამბებისა და ანალიტიკური მასალების ონლაინ პლათფორმაა.

ვცდილობთ ინოვაციური იდეებითა და ამბის განსხვავებული თხრობის მეშვეობით ვიყოთ საინტერესო ონლაინ მედია. ჩვენ ვართ ყველა მნიშვნელოვან და მოთხოვნად პლათფორმაზე წარმოდგენილი.

„აჭარა თაიმსი“ ცხადია გაიზიარებს და დაეყრდნობა თავისუფალი მედიის ფუნდამენტურ პრინციპებს. მკითხველის ნდობა ჩვენთვის ყველაზე ღირებულია. სწრორედ ამიტომ, ავსახავთ სიმართლეს და ვაშუქებთ მხოლოდ დადასტურებულ ფაქტებს. სარედაქციო პოლიტიკა ეყრდნობა ამბების მიუკერძოებლად და ეთიკურად გაშუქების პრინციპებს.

„აჭარა თაიმსი“-ის მიზანია მხარი დაუჭიროს დასავლურ ღირებულებებს და შეეწინააღმდეგოს რუსულ პროპაგანდას.


„აჭარა თაიმსი“- სარედაქციო პოლიტიკა ეფუძნება:

  • ინფორმაციის მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა მხარის მოსაზრებები უნდა იყოს წარმოდგენილი თანაბრად და უპირატესობების გარეშე;
  • ყველა ფაქტი და ინფორმაცია უნდა იყოს გადამოწმებული სხვადასხვა წყაროსთან, მაქსიმალური სიზუსტით;
  • საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა და ინფორმირება;
  • სხვადასხვა ჯგუფების ინდივიდუალური მოსაზრებების გავრცელება;
  • სარედაქციო პროცესების გამჭვირვალობა;
  • მიგვაჩნია, რომ მედია ხელს უნდა უწყობდეს პოზიტიური სოციალური ცვლილებებისა და სამოქალაქო აქტივიზმის განვითარებას;
  • მედიის დამოუკიდებლობა და კომერციული ინტერესებისგან თავის აცილება;
  • ინფორმაცია უნდა გავრცელდეს დამოუკიდებლად და იყოს დაცული იმ გავლენებისგან, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდნენ სარედაქციო გადაწყვეტილებებზე;

სექსუალური, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების გაშუქება:

  • მიგვაჩნია, რომ ყველა უმცირესობა უნდა გაშუქდეს სუფთად და პატივით, თავიანთი რეალური მდგომარეობისა და გამოცდილების სრული ანარეკლით;
  • კონტექსტის გათვალისწინება, ასევე, ყოველი ჯგუფის კულტურული და ისტორიული მახასიათებლების გააზრება;
  • საჭიროების შემთხვევაში კონფიდენციალობა უნდა იყოს დაცული, ხოლო ყოველი გავრცელებული ინფორმაცია უნდა იყოს ეთიკური და ლეგალური. ცნობები ისე უნდა გავრცელდეს, რომ დაცული იყოს იმ ადამიანის ან ჯგუფის პირადი უფლებები;
  • რედაქცია თითოეული ჯგუფის წევრების მიმართ იქნება ჰუმანური. ჩვენ ხელს შევუწყობთ უმცირესობების ხილვადობასა და მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას;

„აჭარა თაიმსი“-ის ღირებულებები:

  • სანდო ინფორმაცია და პროცესების გამჭვირვალობა;
  • ყველა მხარის სამართლიანი წარმოჩენა და ინფორმაციის მიუკერძოებლობა;
  • საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა და სასარგებლო ინფორმაციის გავრცელება;
  • მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვა და კონფიდენციალურობის პატივისცემა;
  • სარედაქციო გადაწყვეტილებების პასუხისმგებლობა და საზოგადოების დროული ინფორმირება;