Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

cropped-lelo-ads.jpg
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ვოლიერი წინასაარჩევნოდ, ფარშევანგები სამომავლოდ – ქობულეთის მერია ადგილობრივებს სანახაობას ჰპირდება

სულხან მესხიძე 17/10/2024
farshevangebi_AJARATIMES.GE

წლებია ქობულეთის ათეულობით სოფელი სასმელი წყლის გარეშეა, ამ დროს კი მუნიციპალიტეტის მერია წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ფარშევანგების ვოლიერს უშენებს.

ტურისტული ქალაქის ცენტრალურ პარკში რკინის კონსტრუქციის მონტაჟი ცოტა ხნის წინ დასრულდა, თუმცა არავინ იცის გალიებში ფარშევანგებს როდის გამოკეტავენ. მერიაში “აჭარა თაიმს” უთხრეს, რომ წელს მხოლოდ ვოლიერის მშენებლობის ფული გააჩნდათ, ხოლო ფარშევანგების ყიდვას სამომავლოდ აპირებენ.

„მაშინ, როდესაც ქობულეთის მუნიციპალიტეტში არაერთი პრობლემაა, მაგალითად მოსახლეობა ებრძვის გაზიფიცირების პრობლემას, მათ არ აქვთ სასმელი წყალი და ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია ამ დროს ხელისუფლება დასცინის ადამიანებს წინასაარჩევნოდ. ეს ადგილობრივების შეურაცხყოფაა,“ – ამბობს ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი თედო ზოიძე.

ვისი სურვილით ან მოთხვნით შენდება ფარშევანგის ვოლიერები და რამდენი დაიხარჯა პროექტისთვის? კითხვებზე ქობულეთის მერიაში არ გვიპასუხეს.

“დიდი გალია გვჭირდება ჩვენ, რომ ამ პირობებში ვცხოვრობთ. ასე ტურისტები უფრო კარგად ნახავენ რა ექსპონატებიც ვართ. ეს ვოლიერი ალბათ ჩემს სოფელში ბუნებრივი აირის დაზიანებული და ჩამოყრილი მილებით გააკეთეს. იმდენი პრობლემა და საჭიროება გვაქვს, გადარჩენისთვის ვიბრძვით და მერია დაგვცინის, ვოლიერს გვიშენებს. ალბათ ივანიშვილს გამოექცა ფარშევანგები ზოოპარკიდან და აჰა იყოს ქობულეთში ნახავენო. წინ მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს, კარგი თემები გვეძლევა სამჯელოდ რომ მარტივად დავფიქრდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება,” – თქვა ჩვენთან საუბრისას ნიგო ცეზარიშვილმა. 

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=lYR847_nqCo[/embedyt]

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: შსს-მ ავტომობილები უკანონოდ ჩამოგვართვა – ენმ
Next: პოდკასტი: ნინო ჩხეტია საკანონდებლო ინიციატივებსა და საარჩევნო გეგმებზე

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ნახეთ სად გაითიშება ელექტროენერგია

admin 12/09/2025
dakaveba_ajaratimes.ge
  • ქობულეთი

ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის ფაქტზე კაცი დააკავეს

admin 03/09/2025
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მერიას ნაჩუქარი ფარშევანგები დაეხოცა

სულხან მესხიძე 27/08/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ნახეთ სად გაითიშება ელექტროენერგია shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ნახეთ სად გაითიშება ელექტროენერგია

15/09/2025
6.78 მილიონი დოლარი ფეისბუქზე – საქართველო რეკლამების რაოდენობით 204 ქვეყანაში 40-ე ადგილზეა feisbuqi instagrami meta_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

6.78 მილიონი დოლარი ფეისბუქზე – საქართველო რეკლამების რაოდენობით 204 ქვეყანაში 40-ე ადგილზეა

15/09/2025
ბათუმის აეროპორტში „ტინდერის თაღლითად“ ცნობილი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში „ტინდერის თაღლითად“ ცნობილი პირი დააკავეს

15/09/2025
“დინამო ბათუმმა” “გორის დილასთან” მატჩი წააგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

“დინამო ბათუმმა” “გორის დილასთან” მატჩი წააგო

15/09/2025
ავარია ქედაში _AJARATIMES.GE
  • ქედა

ავარია ქედაში

14/09/2025
ბათუმის თეატრის დასი ნუკრი ქანთარიას წინააღმდეგ დაუმორჩილებლობას აცხადებს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის თეატრის დასი ნუკრი ქანთარიას წინააღმდეგ დაუმორჩილებლობას აცხადებს

14/09/2025
ნახეთ სად გაითიშება ელექტროენერგია shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

ნახეთ სად გაითიშება ელექტროენერგია

15/09/2025
6.78 მილიონი დოლარი ფეისბუქზე – საქართველო რეკლამების რაოდენობით 204 ქვეყანაში 40-ე ადგილზეა feisbuqi instagrami meta_AJARATIMES.GE 2
  • უცხოეთი

6.78 მილიონი დოლარი ფეისბუქზე – საქართველო რეკლამების რაოდენობით 204 ქვეყანაში 40-ე ადგილზეა

15/09/2025
ბათუმის აეროპორტში „ტინდერის თაღლითად“ ცნობილი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში „ტინდერის თაღლითად“ ცნობილი პირი დააკავეს

15/09/2025
“დინამო ბათუმმა” “გორის დილასთან” მატჩი წააგო _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

“დინამო ბათუმმა” “გორის დილასთან” მატჩი წააგო

15/09/2025
ავარია ქედაში _AJARATIMES.GE 5
  • ქედა

ავარია ქედაში

14/09/2025

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.