ბათუმის შემოვლით გზაზე ერთმანეთს ოთხი მანქანა შეეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, ავარიისას შეფერხდა მოძრაობა მაგისტრალზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განმარტეს, რომ დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.